მოგვაბეზრა თავი ჭოხონელიძემ… კლასელს მობეზრდა ბელუჩი და ეგ ვინაა

0
317

წლების წინ მომხდარი სკანდალის დეტალებმა, რომელიც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ინტერვიუთი კვლავ “გაცოცხლდა,” საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თამრიკო ჭოხონელიძის და მისი მეუღლის, მომღერალ და მსახიობ გია როინიშვილის სკანდალური დაშორება ყვითელი თემების მოყვარული მკითხველისთვის აქტუალურობას არ კარგავს.

სტატიებს და ინტერვიუებს ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ, ინტერნეტ სივრცეში უამრავი ადამიანი ეხმაურება.

“კარგით რა …….. 30 წელი ცოლ-ქმრობა ყველგან და ყველასთვის ძალადობააა. ესპანეთის მეფე-დედოფალი გაშორდნენ ერთმანეთს, დიანა-ჩარლზი, ვინსენ კასელს მსოფლიოს ულამაზესი ქალი მონიკა ბელუჩი მობეზრდა და გაშორდბენ და ეს ჭოხონელიძემ რა ვერ გაიგო ვერ ვხვდები რაა!!!!! ნუ შეგვჭამეთ რა, მამალაძე არა- სხვა ქალი იქნებოდა. თუმცა მამალაძე ჭოხონელიძე თუ მეგობრები იყვნენ ეგ სხვა ამბავია უკვე. თუმცა ის რომ ადამიანი მრავალწლიანი ქორწინებით იღლება და სხვა პარტნიორს ეძებს, ამაში დასაძრახი არაფერი არ არის ჩემი აზრით!!!!!”Умная женщина следит за собой, глупая – за своим мужем!,”

“ჟალ! ოჯახი ღალატის გამო დაინგრა 🙁 და ის,რომ თამრიკო თავს არ უვლიდა,არის უტიფარი ტყუილი.
რაც შეეხება იმას,რომ 130 კგ-ია, შეუგნებელი და უსირცხვილო ადამიანის გამოხტომაა და ვეტყოდი,რომ არავის უნდა ზედმეტი კილოგრამების ტარება და რომ ათასი მიზეზი არსებობს ადამიანის ასერიგად შეცვლისა.
მირჩევია ზედმეტი კილოგრამები ვატარო,სამაგიეროდ არ ვიყო სულელი და უზრდელი!”

“სირცხვილი ეკას მართლაც, ყოჩაღ თამრიკოს ქალობას.”

“და ყველა ეკას რატომ ადანაშაულებთ? გიას ბრალია! თუ არ უნდოდა არ უღალატებდა! ეკამ დააძალა? ეხლა არ დაიწყოთ კაცის ბუნება ესეთი და ისეთიაო, მოღალატე არის მოღალატე! ეკას ქმარი არ ჰყავს და შესაბამისად არავის უღალატა, აი გიამ კი ცოლს უღალატა!!!”

“თამრიკო თვითონ ამბობს, რომ ეკა მისი მეგობარი არ ყოფილა. უბრალოდ კოლეგა იყო და იცნობდა კარგად. საქართველოში ყველა მღერის და ამიტომ ვეღარ გაკარებია ხალხი ერთმანეთს? ეკა მამალაძე ნამდვილად არ არის ასეთი ლანძღვის ღირსი. ნუ სარგებლობთ იმით, რომ არ ებმევა ყვითელი პრესის ბინძურ ჭორაობაში და არ დადის თამრიკოს დონემდე.” – წერენ ინტერნეტ მომხმარებლები.

 

წყარო: presa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი