მოძრაობა “ძლევაი საკვირველის” ლიდერის, დავით ამაშუკელის მიმართვა: “ჩაწვდით ქართულ სულს!”

1
1120

,,ჩაწვდით ქართულ სულს! გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ, გახსოვდეთ მეტეხის ხიდზე ასი ათასი – ვინც არ დაუჩოქა ჯალ ალ ედდინს XIII–ში! გახსოვდეთ ახალმოწამენი – ვინც ბოლშევიკებს არ უკმევდა XX–ში! ნუ გახდებით XXI საუკუნის ელექტრონული გლობალური საკონცენტრაციო ბანაკის RFID–დაჩიპული მონა! გახსოვდეთ, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ისტოორიის მქონე ქვეყნის მკვიდრი შვილი ხართ! გახსოვდეთ, რომ “მართლმადიდებელი რჯულის კანონის” დასაცავად თქვენი მამა–პაპა სიცოცხლეს წირავდა ბრძოლის ველზე! და აჰა არმაგედონი – გადამწყვეტი ბრძოლის ველი… კანონიერი გზით აღვადგინოთ “მართლმადიდებელ რჯულის კანონზე” დაფუძნებული კონსტიტუცია! ევროპამ მოგვიტევოს პირდაპირობისთვის, მაგრამ მათი ზოგიერთი ე.წ. “ღირებულება” შეურაცხმყოფელი, ანტიქრისტიანული და ანტიკავკასიურია! გასული საუკუნის 20–იან წლებში, საბჭოური ანექსიის დროსაც ასე იყო: იკრძალებოდა ეროვნულ ღირებულებებზე აგებული კონსტიტუცია… საბჭოური 70 წლიანი მონობიდან დახსნილებმა ახალი მონობის უღელი, რატომ უნდა დავიდგათ?! დღევანდელი – ასეთ ურჯულო კონსტიტუციისა და ასეთი ანტიქრისტიანული “სამართლებრივი სივრცისთვის” იბრძოდა საბჭოთა ციმბირის ГУЛаг-ებში ნაწამები სასულიერო თუ საერო დისიდენტობა???… რა თქმა უნდა არა და არა!!! სამწუხაროდ ბნელმა ძალებმა ეროვნული–დისიდენტური მუხტი თავისი ვიწრო მერკანტილური მიზნებისათვის გამოიყენეს… ევროპა თუ მართლა საქართველოს მეგობარია, მასზე ღვთივ–დაკისრებულ მისიას, უპირობოდ – ჩვენგან ყოველგვარი სტანდარტების მოთხოვნის გარეშე, აღასრულებს. ხოლო თუ ტრადიციული სახელმწიფოს აღდგენაში ევროპა არ დაგვეხმარება, და დაჟინებით გააგრძელებს, ზოგიერთი მარიონეტული მღვდელმთავრებითა და “ფსევდო–ეროვნული მედროვე პარტიებით”, თავის წეს–ჩვეულებებზე საქართველოს გადაყვანას, მაშინ ღმერთი, სასჯელის სახით, ევროპის აშენებულ–დალაგებულ ქალაქებს, ბუნებრივი სტიქიური კატაკლიზმებით, სულ თანმიმდევრობით იავარჰყოფს… ამის სასწაულებრივი და ნათელი დასტური მეუფის სასწაულებრივი გამაფრთხილებელი მიწისძვრების ვიდეო–რგოლებია! ხოლო ჩვენ კი ტოტლებენ–გადატანილი ქართველები, რაოდენობითა და სამხედრო აღჭურვილობით მრავალჯერ აღმატებულ მტერთანაც კი, ღვთის შეწევნით, ყოველთვის ვიმარჯვებდით და სულიერად უპირატესნი ვიყავით ხოლმე და მომავალშიც ასე ვიქნებით! უშიშრად დავამსხვრევთ ამირანის ბორკილებს, მსგავსი ტრადიციების მქონე, მოძმე აფხაზ, ოს და სხვა კავკასიელებთან ერთად , რათა ჩვენს ადათთან მისადაგებული კონსტიტუცია და სამართლებრივი სივრცე გვქონდეს! ღმერთი იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსი, მისი მეგობარი ქვეყნებისა და სრულიად კავკასიის მფარველი! ამინ.”

“ძლევაი საკვირველის” მეთაური, დავით ამაშუკელი, 2010 წ.

,,ჩაწვდით ქართულ სულს! გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ, გახსოვდეთ მეტეხის ხიდზე ასი ათასი – ვინც არ დაუჩოქა ჯალ ალ ედდინს…

Posted by კახაბერ იბერიელი on Tuesday, April 19, 2016

 

„ძლევაი საკვირველი“ – ვინაა მისი მეთაური და როგორ გავწევრიანდე (ვიდეო)

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი