მრჩეველი: შესაძლოა, მიშა ტრამპის ადმინისტრაციაში ვიხილოთ

1
447

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი მედიის საკითხებში უილ კეტკარდი, რომელიც ამჟამად შავი ზღვის რეგიონის ახალ ამბებს აშუქებს The Daily Beast-ისთვის, ტვ “იბერიიის” გადაცემა “პანორამაში” ამბობს, რომ დონალდ ტრამპისა და მიხეილ სააკაშვილის ხასიათთა მსგავსებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, ტრამპისა და პუტინის ურთიერთობის გაცივების შემთხვევაში, სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინიატრაციაში ვიხილოთ, რადგან “ტრამპი მიშას ენდობა”.

“…თუ ტრამპის ადმინისტრაცია მართლა დაუპირისპირდება რუსეთს შესაძლოა, ტრამპმა გამოიყენოს მიშა. ის თავის გარშემო იმ ადამიანებს იკრებს, ვისაც ენდობა.

ტრამპი ენდობა მიშას, რადგან სააკაშვილი, მისი ხარვეზების მიუხედავად, მიხვედრილი პოლიტიკოსია. ყოველ შემთხვევაში  სააკაშვილი მალულად არ დაურეკავს რუსეთის ელჩს.

თუ ტრამპისა და პუტინის ურთიერთობა გაცივდება გამორიცხული არ არის მიშა ტრამპის ადმინისტრაციაში ვიხილოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ წარსულ მეგობრობას გავითვალისწინებთ.  ეს რა თქმა უნდა, ჰიპოთეზაა, მაგრამ მომავალში ყველაფერია შესაძლებელი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი.

წყარო: allmedia.ge

1 კომენტარი

  1. კი კაცო,აკლია ამერიკას შერეკილები 😀
    ნეტავ რამდენი გადაუხადა ბნედიანმა ამ რეგვენს,რომ ეს ეთქვა 🙂

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი