მსახიობ დავით როსტომაშვილს თავს ნიღბიანი მამაკაცი დაესხა

0
161

მსახიობ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია და ფოტომასალა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა.

ერთ-ერთი Facebook მომხმარებელი წერს, რომ როსტომაშვილს ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მისივე ინფორმაციით დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა და ის ბეისბოლის ჯოხით იყო აღჭურვილი. ფოტოებიდან ჩანს, რომ როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

როგორც “რუსთავი 2”-ს “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში” განუცხადეს, მსახიობი თავდასხმის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “ინგოროყვას” კლინიკაში გადაიყვანა, მას თავის ღია ჭრილობა და სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, თავდასხმის ფაქტზე 1 პირია დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წყარო: rustavi2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი