ნათლისღებას – ტრადიციული რიტუალი აჭარაში

0
189

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

კათოლიკოს პატრიარქი დილიდან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვა-ლოცვას სამების ტაძარში აღავლენს. დღესვე შედგება მორიგი საყოველთაო ნათლობა.

პატრიარქი კიდევ 800-მდე ბავშვის ნათლია გახდება.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წუხელ აჭარაში ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალი გაიმართა.

ბათუმში მრევლი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.

წირვის დასრულების შემდეგ კი ზღვის სანაპიროსკენ მსვლელობა მოეწყო. შესრულდა ზღვის კურთხევა, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.

ტრადიცია აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველ წელს ნათლისღების ღამეს სრულდება.

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი