ნასვამი თბილისის მერი ავტომობილს დაეჯახა ?

0
300

გუშინ 19 მარტს , დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტორან “ოქროს კათხაში” აღნიშნავდნენ ისანი-სამგორის გამგებლის, ბაგრატიონის დაბადების დღეს, სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ღამის 11 საათზე დატოვა რესტორანი ნასვამ მდგომარეობაში, გადაადგილდებოდა ტოიოტა ლენდ კრუიზერით, სახელმწიფო ნომრით SP-123-PS, მანქანას თავად მთვრალი ნარმანია მართავდა, რესტორნიდან გამოსულს გადაუკვეთავს 2 ღერძულა ხაზი და დაჯახებია 2 ავტომანქანას, არც უფიქრია მანქანის გაჩერება და სიტუაციის გარკვევა, უტიფრად გააგრძელა გზა, რამოდენიმე წუთში მოვიდა საპატრულო პოლიცია და დაზარალებულ მძღოლს დაუწერა ჯარიმა,მიზეზად მოუდეს ის,რომ შენ შექმენი საავარიო სიტუაციაო, ასევე სასწრაფო წესით გამოიძახეს დასუფთავების სამსახური და მოაწესრიგეს ავარიის ადგილი. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ზონა” ავრცელებს. წყარო: tzona.org

წყარო: timesnews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი