ნატოს მომავალ სამიტში საქართველო მონაწილეობას ალბათ არ მიიღებს – ვიქტორ დოლიძე

0
239

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ნატოს მომავალ სამიტში საქართველო მონაწილეობას ალბათ არ მიიღებს, ვინაიდან ეს სამიტი ნაკლებად მასშტაბური იქნება და ტრამპი-ნატოს გაცნობითი ხასიათის სამიტი იქნება.

როგორც დოლიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, უკვე დაწყებულია მუშაობა, რათა სამიტზე საქართველოს თემა დღის წესრიგში იყოს.

„პირველ რიგში მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ეს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი. ეს გენმდივანმა სტოლტენბერგმა უკვე მითხრა. ამაზე დაიწყება ბევრი პოპულიზმი ქვეყანაში. ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ვმონაწილეობთ, არ დაგვპატიჟეს და ა.შ. ეს იქნება ნაკლებად მასშტაბური, გაცნობითი სამიტი. ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი. ეს იქნება შიდა ნატოს სამიტი, ჯერჯერობით მისი გამართვის თარიღიც კი არ არის დადგენილი. თუმცა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის მოკავშირეებთან, რომ სამიტის ფარგლებში საქართველო დღის წესრიგში იყოს. მონაწილეობას ალბათ არ მივიღებთ, მაგრამ ის, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში იდგეს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, ამაზე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა.

რაც შეეხება მაპ-ს, უელსის სამიტის შემდეგ ჩვენ გვაქვს შემოღებული შინაარსობრივად ძალიან კარგი პაკეტი. თუკი ნახავთ უელსისა და ვარშავის სამიტების საბოლოო კომუნიკეს, იქ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ბუქარესტის სულისკვეთება გრძელდება და საქართველო დიახ, გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით ასეა, რომ ყველა ქვეყანამ გაიარა სამოქმედო გეგმა, სანამ გადავიდოდა გაწევრიანების პროცესზე. როგორ მოხდება ჩვენ შემთხვევაში ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი