ნახეთ რას აქვეყნებს ნუცა მახვილაძის მამა შვილზე

0
522

ნუცა მახვილაძის მამა, ირაკლი მახვილაძე პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის სტატიის იმ ამონარიდის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ნუცას სახელობის სწავლის ფონდის დაარსებაზეა საუბარი.

“დრონი.ჯი” სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

“ოთხშაბათს, ნუცას მშობლების ნებართვითა და თანადგომით, ჩვენ დავაარსეთ ფონდი, რომელიც ქართველი წარჩინებული სტუდენტების სწავლას დააფინანსებს, ისეთების, როგორიც ნუცა იყო. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პროფილი პარიზის უნივერსიტეტში, რომელშიც ამერიკული სწავლების სტილია დანერგილი.

ნუცა იყო შესანიშნავი და ნიჭიერი სტუდენტი საქართველოდან, რომელიც გამორჩეული და სიცოცხლით სავსე იყო, უყვარდა ყველას, ვისთანაც ის სწავლობდა და მეგობრობდა.
აღნიშნული ფონდი ყოველწლიურად დააფინანსებს გამორჩეულ სტუდენტს საქართველოდან. ამგვარი ქმედებით გვინდა წავახალისოთ ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღონ საუკეთესო განათლება ჩვენს უნივერსიტეტში. ფონდში თანხის გადარიცხვის მსურველებს მარტივად შეუძლიათ ამ კეთილი საქმის გაკეთება ინტერნეტით. უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოცემულია ბმული, საიდანაც შესაძლებელია თანხის გადარიცხვა.
რაც შეეხება ფოტოს კომენტარებს, ადამიანები წერენ: “ამ პატარა გოგოს ხანმოკლე სიცოცხლეს ბევრად მეტი შეძლებია, ვიდრე უამრავ ჩვენგანს- გაცილებით უფროსებს”. “იკა უფალმა გაგაძლიეროთ…ასეთი შვილის დაკარგვაა…ჯვარცმის ტოლფასია ქვეყანაზე…სიტყვები ამ ქვეყნად ამ დროს ვერ მოიძებნება სანუგეშოთ…ნუცა ცოცხალია და აგრძელებს ცხოვრებას ზეციურ საქართველოში…იქ გაუნათლოს უფალმა მისი სპეტაკი სული…ვიზიარებ ამ ტკივილს შემო ირაკლი”.
“არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ… მამაკაცს სხვა მეტი არაფერი აქვს სათქმელი ან საქმნელი???” – წერენ კომენატრებში.

წყარო: droni.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი