ნახეთ, რას წერენ ნუცა მახვილაძის მეგობრები პარიზის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში

0
410

სტატიის ავტორი ნუცას ერთ-ერთი მეგობარი და პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტი ალი ბეაუ ნილსენია, რომელიც წერს, რომ სოციალურ ქსელში ნუცა მახვილაძის მეგობრებისთვის შეიქმნა ჯგუფი, სადაც ყველა ერთად გაერთიანდა, ნუცას ფოტოებსა და მოგონებებს უზიარებენ ერთმანეთს. ალი აღნიშნავს, რომ ნუცა თითოეული მეგობრისთვის მტკივნეული დანაკლისია, ყველასგან გამორჩეული და დადებითი ადამიანის გარდაცვალება მათთვის მძიმე დარტყმა იყო, თუმცა ერთმანეთის გვერდით დგომითა და ნუცაზე მოგონებების გაზიარებით ახერხებენ ამ ტკივილის შემსუბუქებას. ავტორი ყვება, თუ როგორ წავიდნენ პარიზის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ნუცას სულის მოსახსენიებლად და მისთვის სანთლის დასანთებად.

ნუცას მეგობრების მოგონებები:

ავა დე კურტივრონი: „ნუცა იყო ის ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარდა. იყო უსაზღვროდ კეთილი, პრინციპული, იცავდა იმას, რისიც წამდა და უყვარდა. ასეთ მამაც გოგოს, როგორიც ნუცა იყო, არასდროს შევხვედრივარ. ყველას წარმატება ახარებდა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე და სხვანაირად ვაფასებ ახლა ყველაფერს“.

ჯენი ვიუჩევა: „ის ძალიან ამაყობდა, რომ ქართველი იყო. მზის სხივს ჰგავდა, მუდამ ენერგიისა და პოზიტივის მატარებელი იყო. ახლაც არ მჯერა, რომ ცოცხალი აღარაა. ისეთი გულღია და თბილი იყო. ასეთი მეგობრობა ბევრს არ შეუძლია, მუდამ გულახდილი იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მშობლებმაც კი ვერ მოახერხეს მასთან ლაპარაკი სიკვდილის წინ. როცა თანაკურსელები ნუცას ვიხსენებთ, პირველ რიგში მისი წითელი, ლამაზი თმა გვახსენდება – როგორი გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა“.

სალი ჭეიშვილი: „როცა გავიგე უნივერსიტეტში ნუცას სახელი და გვარი, ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოდან იყო, ქართველი სტუდენტები ხომ ძალინ ახლოს ვმეგობრობთ ერთმანეთთან. ახალი ჩაბარებული ჰქონდა და როცა გავიცანით ერთმანეთი, უკვე ბევრი მეგობარი ჰყავდა შეძენილი. ძალიან კონტაქტური იყო. მუდამ იღიმოდა და ბედნიერებას ასხივებდა. ვიზუალიც ძალიან გამორჩეული ჰქონდა და ჩაცმის სტილიც. მასთან მეგობრობა ყველას მოწონდა“.

მარიამ თამაზაშვილი: „ჩვენ ერთმანეთს გემის წვეულებაზე შევხვდით. ყველას ისე თბილად და შინაურულად ესაუბრებოდა, მეგონა დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა მათთან. ძალიან ადვილად შედიოდა კონტაქტში, ყველას მოწონდა მასთან საუბარი, ყველას ადვილად უგებდა. ორი წელია ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ და ამდენი მეგობარი ასე მალე მე არ შემიძენია. არ უყვარდა სხვებზე ცუდად საუბარი, ყველა ადამიანში დადებითს ეძებდა. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო“.

სალმა ელ საბანი: „როგორი ნიჭიერი იყო, ყოველთვის ჯობნიდა სხვებს, მუდამ კარგად სწავლობდა. თუმცა მაინც ახერხებდა მეგობრებთან ერთად დროის გატარებას და გართობას. ამ ორ საქმეს მშვენივრად უთავსებდა ერთმანეთს. არ ვიცი, მის გარეშე როგორ ჩავაბარებ გამოცდებს, ძალიან მეხმარებოდა სწავლაში, ის არსებობდა იმისთვის, რომ სხვები გაეხარებინა“.

ხოაკიმ ფერნანდესი: „მასთან ერთად ყოფნა მუდამ გვათბობდა, გვახალისებდა, ბედნიერებას გვანიჭებდა. არავის ეუბნებოდა დახმარებაზე უარს. მეგობრების გამო ყვეაფერს გაიღებდა“.

ქეთა არჩაია: „ნუცა ძალიან კეთილი იყო და მრავალფეროვანი სამეგობრო ჰყავდა. ვიცი, როგორი მჭიდრო მეგობრობა იციან ქართველებმა. თუმცა ნუცა მხლოს ქართველების მიმართ არ იყო ასეთი მეგობრული, ყველა თანაბრად უყვარდა, ყველას თანაბრად აფასებდა. ყველა ქართველს ვიცნობ აქ და ნუცაზე მეტი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნებიდან არავის ჰყოლია. ძალიან უყვარდა ხელოვნება, ხატვა უყვარდა. თავისი ნამუშევრები საძინებელში ჰქონდა გაკრული. ძალიან ძლიერი იყო. საავადმყოფოში წასვლამდე წინა დღით ისე გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი აწუხებდა, როგორც ყოველთვის მხიარული იყო. თავისი ავადმყოფობის შესახებ მშობლებს დაუმალა, რათა არ ანერვიულებულიყვნენ”.

წყარო: droni.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი