ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას ავრცელებს – ხვალ 12:30 საათიდან

0
557

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხვალ 12:30 საათიდან უზენაეს სასამართლოსთან რ2-ის ეგიდით დაიწყება საპროტესტო აქცია „ღია მიკროფონი“. გვარამიამ ასევე საქმის განხილვისას ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების საკითხზეც ისაუბრა:

„ხვალ სავარაუდოდ გადაწყდება არა მხოლოდ რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში, ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული სივრცის ნაწილი თუ დაუბრუნდება საბჭოთა ნაწილს. ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს საკუთარ ბედსაც, როგორც სასამართლო სისტემის ასევე პერსონალურად ყველა მოსამართლე. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეები მიიღებენ უსამართლო გადაწყვეტილებას და ნებისმიერი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ იქნება უსამართლო, ყოველი მათგანი ხელს მოაწერს პროფესიულ და კარიერულ სუიციდს, ისინი ვერასდროს გააგრძელებენ კარიერულ და პროფესიულ წინსვლას ამ ქვეყანაში.

დამარხავენ არა მხოლოდ დამოუკდიებელ მართლმსაჯულებას, მოაწერენ მადისკრედიტირებელ გადაწყვეტილებას ხელს. ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, მუდმივი არის პროფესიული ღირსება და სინდისი. რუსთავი 2 მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილებსითვის, მათ შორის უკანონო გადაწყვეტილებისთვის ამ უთანასწორო ბრძოლაში, რუსთავი 2 აგრძელებს მაუწყებლობას, ვაანონსებთ საპროტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან, ასე იქნება ყოველ დღე პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ნებისმიერი მსურველისთვის და ასე იქნება საღამომდე.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. პროცესი მიმდინარეობს ჩვენი დასწრებისა და ზეპირი განხილვის გარეშე, რაც სერიოზული დარღვევაა, მაგრამ გაცილებით მძიმე დარღვევაა იმ ადამიანების ყოფნა შემადგენლობაში ვინც აპრიორი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები, ასეთია ორი ადამიანი, ნინო გვენეტაძე, რომელიც პირადად ჩემი ბრალდების პირობებში არის გათავისუფლებული თანამდებობიდა, რომელიც გახვეულია ტესტების სკანდალში, იგი ვერ იქნება მიუკერძოებელი და ქალბატონი მზია თოდუა, რომლის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ შეგვაქვს ეჭვი მის მიუკერძოებლობაში, ის პრაქტიკულად იყო ივანშვილის პირადი იურისტი და არის ქართული ოცნების ოფიციალური შემწირველი, გვებრძვის სახელმწიფო მანქანა შესაბამისად ვაყენებ ამ ორი მოსამართლის აცილების საკითხს, ჩანაცვლებას ვითხოვთ მოსამართლეებით, რომელთა აცილების საკითხი წარსულში არ დაგვიყენებია.

ეს პროცესები არ ეკუთვნის არც რუსთავი 2-ს, არც რომელიმე პარტიას და ჯგუფს, ეს ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ვაანონსებთ რუსთავი 2-ის ეგიდით აქციას „ღია მიკროფონი“ უზენაეს სასამართლოსთან. ვინ სად როგორ შეიკრიბება ეს ყველას პირადი საქმეა. გელოდებით ყველას, შესაძლებელია რუსთავი 2-ის ბევრი სახე იხილოთ იქ, ჩვენ გადავდივართ რეჟიმზე, როდესაც აუცილებელია რუსთავი 2 შიგნიდან იყოს გამაგრებული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წყარო: hold.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი