ნიუ-იორკში საქართველოს კონსული: დაკავებულ ქართველებს წარდგენილი აქვთ ბრალი ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა…

0
231

„ამერიკელი სამართალდამცველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში როგორიცაა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი, გამოძალვა, თაღლითობა, ძარცვა და სხვა”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა განუცხადა.

დიანა ჟღენტის განცხადებით, საკონსულო აქტიურ კონტაქტშია ამერიკელ სამართალდამცველებთან და ელოდებიან გამოძიების მიმდინარეობის დასრულებას.

 „ამერიკის ფედერალური ბიუროს განცხადებით, მათ დააკავეს კრიმინალური ჯგუფის წევრები, რომლებსაც ბრალი ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გუშინ, 7 ივნისს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოფისის პროკურატურის მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია, დაკავებულებისა და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ.

 გენერალური საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კონტაქტშია სამართალდამცველ ორგანოებთან. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობამდე დაკავებული პირები ითვლებიან უდანაშაულოდ და ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება აქტიურ ფაზაშია”, – განაცხადა დიანა ჟღენტმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

წყარო: reportiori.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი