ნორვეგიის სპეცსამსახური მოსკოვს ნობელის კომიტეტის სამუშაო პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს

0
252
სურათი არქივიდან

შეერთებული შტატების შემდეგ დიპლომატიური სკანდალი რუსეთთან ნორვეგიაშიც აგორდა. ქვეყნის სპეცსამსახურმა მოსკოვი ნობელის კომიტეტის სამუშაო პროცესში ჩარევაში დაადანაშაულეს.

ნორვეგიული მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ 2015 წელს ოსლოში აკრედიტებული რუსი დიპლომატები ნობელის კომიტეტის მუშაობაში ჩაერივნენ და შეეცადნენ, მშვიდობის პრემიის პეტრო პორპოშენკოსთვის გადაცემისთვის ხელი შეეშალათ.

დაზვერვის სამსახურის ინფრომაციით, ამ მიზნით რუსმა დიპლომატებმა გამოაქვეყნეს წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის ლიდერის დაჯილდოვების მიზნით ნობელის კომიტეტზე ზეწოლას ამერიკელი დიპლომატები ახდენენ.

წერილის პუბლიკაციის შემდეგ ვითარების გასარკვევად ნობელის ინსტიტუტის დირექტორთან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები მივიდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი