პატრიარქის დაცვა გაძლიერებულია

0
266

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მან ისიც დაადასტურა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვა გააძლიერეს და ამაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო ჩართული.

რუსთავი 2-ის შეკითხვაზე, “იყო თუ არა ის საქართველოში დაკითხვაზე დაბარების გამო ჩამოსული და რა შეკითხვები ჰქონდა პროკურატურას მასთან,” ოხანაშვილმა  უპასუხა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა მან ეს ფაქტი არც უარყო.

„ახლა ვიმყოფები ბერლინში, ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, დანარჩენი სხვა არაფერი შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ,“ – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი