პატრიარქის დაცვის უფროსი დააკავეს ?

0
447

„პატრიარქის დაცვის უფროსი დაააკვეს“, – ამ შინაარსის სტატუსს გაზეთ, “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე  სოციალურ  ქსელში აქვეყნებს.

კილაძისთვის გაუგებარია, რატომ იცავს ილია მეორეს დაცვის სპეციალური სამსახური.

„ჩემი ჩიტი ამბობს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი დაკავებულია და პატრიარქს დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. როდის გვეტყვიან რეალურად რა ხდება?“,- წერს ჟურნალისტი FACEBOOK-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვლიდან იმყოფება.

საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის,  ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორეს ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალს, ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდება.

წყარო: FREEPRESS.GE

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი