პატრიარქის პირველი კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

0
322

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადებით, არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის და დასკვნებს შემდეგ გამოიტანენ. ამის შესახებ პატრიარქმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. საუბრის დასასრული

“სამწუხარო ამბავი მოხდა, აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა, ვფიქრობ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. დალოცვილი იყავით”,-ბრძანა პატრიარქმა. ცნობისათვის, პატრიარქი გერმანიაში ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გასაკეთებლად იმყოფებოდა.

წყარო: აიპრესი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი