რატომ აღარ ხვდებიან პრემიერ კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით?

3
628

მას შემდეგ, რაცმეგობარმათურქეთმა საქართველოს პარლამენტს თითი დაუქნია დადაბლოკა საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის უქმედგამოცხადებას ითვალისწინებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტადმყოფ თურქ მაღალჩინოსნებს ლამის ფეხქვეშ გაეფინონ

პრემიერ კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით უკვე აღარხვდებიან. აქეთ ჩამოსულ თურქ დიპლომატებს კი პრეზიდენტიც, პრემიერიცა დაპარლამენტის თავმჯდომარეც თვალებში შესციცინებენ. ამჯერად თბილისს თურქეთისრესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სეიფულა ჰაჩიმუთოღლუ ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვისსამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულსაკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავებაგანვითარების პერსპექტივებზეისაუბრეს. მოგვიანებით სეიფულა ჰაჩიმუფთოღლუ საქართველოს პრეზიდენტსა დაეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კიმედიისთვის განცხადებებიც გაკეთდა

არის თუ არა თურქეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო, რა ინტერესიაქვს მას რეგიონში და რატომ დაბლოკა ოფიციალურმა ანკარამ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც დიდგორის ბრძოლის დღე უქმედ უნდა გამოცხადებულიყო? “საქართველო და მსოფლიოკომენტარისთვის თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრისმღვდელმსახურს, დეკანოზ დავითს (ქვლივიძეს) დაუკავშირდა.

              მამა დავითი (ქვლივიძე)

მამა დავითი (ქვლივიძე): _ ცოტა შორიდან დავიწყებ. გაიხსენეთ კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში, ერდოღანთან ოფიციალურ შეხვედრაზე ორივე მხარეს თურქული დროშა იყო გამოფენილი, ქართული ხუთჯვრიანი დროშა აღარ დაკიდეს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თურქები საქართველოს აღარ აღიქვამენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, საქართველო მათთვის არის ვასალური ქვეყანა. ახლა ვიღაც ლაპარაკობს, რომ რუსები ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რუსებს ასეთი რამ გონებაშიც არ გაუვლიათ. დიდგორის მემორიალი მათი აშენებულია…

რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს “ისტორიულ მეგობრობას”, ერდოღანმა ადრე პირდაპირ განაცხადა, თურქეთს საფრთხე ემუქრება რამდენიმე წერტილიდან: ბალკანეთიდან, დამასკოდან, იემენიდან და ბათუმიდანო. შემდეგ ხაზი გაუსვა, _ ყარსიდან და ართვინიდან კი არა, ბათუმიდანო. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ თურქებს საქართველოს მიმართ და ამას არც მალავენ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაც სერბეთს გაუკეთეს, იგივე ბედიელის საქართველოსაც

_ რას გულისხმობთ?

_ სერბეთი ჩვენ თვალწინ დაშალეს და იმავეს ცდილობენ აქაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენი ამპარტავნება მას აჩქარებს. გახსოვთ კადრები ფილმტიტანიკიდან”, გემი რომიძირება და ორკესტრი უკრავს? ზუსტად ასეა ჩვენი საქმეც, ქვეყანა ძალიან ცუდმდგომარეობაშია, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. როგორ უნდა გაგიბედოს ვიღაცელჩმა, _ შენი ქვეყნის უდიდესი ისტორიული გამარჯვება არ აღნიშნოო?! რა ჰქვია ამას?! ასეთი სახელმწიფო შეიძლება იყოს შენი მეგობარი და პარტნიორი?!

_ ოფიაციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თურქეთის საელჩომ, უბრალოდ, სთხოვაპარლამენტს, არ დაამტკიცოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა.

_ რა მნიშვნელობა აქვს, თხოვნა იყო თუ ბრძანება, ხომ დაიბლოკა ეს ინიციატივა?! ახლა შეკითხვა მაქვს ბატონ თურქეთის ელჩთან: ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელი ტროპარებშიგვიწერია, რა ვქნათ, ამოვშალოთ? ფრესკებიდანაც წავშალოთ? რა არის თხოვნა, ამას შეიძლება, თხოვნა დავარქვათ?! საქართველო სულ ხუთჯერ იყო გაერთიანებული: ფარნავაზის მეფობის პერიოდში; ვახტანგ გორგასლის დროს; აშოტ კურაპალატის დროს დაიწყო და დავითის მეფობის პერიოდით გაგრძელდა; გიორგი ბრწყინვალის პერიოდში და, როცა რუსეთის იმპერიაში ვიყავით. 1917 წელს რუსეთის იმპერიის ჯარები ერზრუმამდე მივიდნენ და იმხანად ქართველი სასულიერო პირები მართლმადიდებლურ წირვას ოშკსა და იშხანში ატარებდნენ. მერე კი, როცა რევოლუცია მოხდა, სულ რაღაც ასიოდე წლის წინათ, თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც ანალოგიური რამ მეორდება. არადა, დღეს ვიღაც გაიძახის, თურქები ჩვენი ისტორიული მეგობრები და მოკავშირეები არიანო. ჩვენი სისხლით იკვებებოდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელ მეგობრობაზე საუბრობენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო ლაპარაკი?!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

წყარო: geworld.ge

3 კომენტარები

  1. ბატაონო ჯაბა ჟვანია, ჩვენ, ისედაც გაურკვევლობაში მყოფ საოგადოების ერთ ნაწილს აღარ ჭირდება შენგან დამატებითი თავგზის არევა. ვინც ეგ საკითხი დღეს წამოწია პარლამენტში, არა მგონია საქართველოს სიყვარულის გამო გაეკეთებინოს ეს. ყველაფერი გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ნაწილია და ზოგიერთი ნებსით თუ უნებლიედ მისი ხელშემწყობი ხდება. თქვენც, რაღამც მაინდამაინც მამა დავით (ქვლივიძეს) მივარდით, იცოდით ყოველივე ამას რუსეთის მხარდაჭერისათვის გამოიყენებდა ხომ? სწორი მსჯელობა იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირების პროპაგანდა, რადგან დაცულები ვიყოთ სწორეთ იმ ქართველთყლაპია მეზობლებისგან ვინც ცივილიზაციის მიღწევებს არად დაგიდევენ. ჯაბა ბიძია, დაფიქრდი მაინც ჩემ მოსაზრებებზე, მერე როგორც გინდა ისე ქენი…

  2. ურქეთის დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სხვა ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირზე მაღლა დგას, რაც ბუნებრივია. პრეზიდენტის ძალაუფლების ერთ-ერთი ატრიბუტია საპრეზიდენტო შტანდარტი, რომელიც, როგორც წესი, სახელმწიფო დროშის მცირედ მოდიფიკაციას წარმოადგენს. ასეთი შტანდარტი საქართველოს პრეზიდენტსაც აქვს. სწორედ ამიტომ უდგას თურქეთის პრეზიდენტს თურქეთში ოფიციალურ შეხვედრებზე უკან მარცხნივ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა და მარჯვნივ საპრეზიდენტო შტანდარტი. მსურველი თუ დააკვირდება განსხვავებას ადვილად შეამჩნევს. ეს წესი მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტზე დაბალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრებისას და განხილვას და გამონაკლისების დაშვებას არ ექვემდებარება. ამიტომაც სტუმარი ქვეყნის მცირე ზომის დროშას დებენ მაგიდაზე. ეს წესი იცვლება, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი ხვდება მისი თანაბარი რანგის კოლეგებს, და სტუმარი პრეზიდენტის ქვეყნის დიდი ზომის დროშა იდება შეხვედრის დროს.

  3. didgoris dghis dasvenebis dghed gamocxadeba, nutu aseti mnishvnelovani iyo saqartvelos realobashi dghes, rom gagveghizianebina chventvis arctu ise megobrulad ganwyobili turqeti? aqamde rom ar vzeimobdit am dghes, ar vicodit rom diadi gamaejveba moipova qartvelobam osmaletze? tu imas piqrobt, rom axalgazrdebma ar ician da rom daisveneben am dghes, gaigeben ra dghea. mase 9 aprilic ar iacian, romelic lamis gushin iyo. sanam chveni saxelmwipo ar iqneba myarad msoplio rukaze, ra sachiroa im qveynebis gaghizianeba, romelic mzadaa gadagvylapos? riti mogvaqvs tavi. 10 saukunis win rom magrebi viyavit? axla rani vart?
    jer xalxs samushao adgilebi sheuqmenit, rom dasveneba uxarodes.
    usaqmurebis tavsheyris adgili gaxda parlamenti. aghar ician riti gaerton da ver xvdebian ramxel zians ayeneben qveyanas (jer kidev tu vart qveyana).:(

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი