რატომ გადაიყვანეს მაგდას ქმარი მკვლელობამდე სისხლდენით კლინიკაში?

0
71

“გამომძიებელი რეპორტიორის“ ავტორი, ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში მაგდა პაპიძის ადვოკატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტურ გამოძიებას გეგმავს:

„დღეს ვესაუბრეთ მაგდა პაპიძის ადვოკატს. საქმეში ბევრი წანააღმდეგობაა. ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ამ საქმის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ფიქრი. წინასწარ დარწმუნებული არაფერში ვარ, მაგრამ თუ შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული დედის საქმეში ერთი იოტისოდენა პწკარი დედის მხარეს იქნება, მე ამ პწკარის მხარეს დავდგები ყველა შვილისა და ყველა დედის სახელით. სატელეფონო საუბრიდან ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ: მოკლული ომარის თმაში აღმოჩენილია მცენარეული ნაშთები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მკვლელობა სახლში არ უნდა მომხდარიყო. და მეორე: პროკურატურამ ერთ-ერთი კლინიკიდან ამოიღო ომარ ქაფიაშვილის სამედიცინო ჩანაწერი – ის კლინიკაში მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ორდღიანი სისხლდენის გამო სახლიდან გადაიყვანეს. ადვოკატები ამით ხსნიან სისხლის კვალის აღმოჩენას ქაფიაშვილების სახლში.

მაგდა პაპიძის უდანაშაულობის მტკიცებას არ ვაპირებთ, მაგრამ საქმეში არსებულ წინააღმდეგობებს ამოხსნა სჭირდება. დარჩენილ კითხვებს – პასუხის გაცემა. მაინტერესებს თქვენი აზრი: ღირს თუ არა ამ უმძიმესი საქმის ჟურნალისტური გამოძიება?“ – წერს ჟურნალისტი.

წყარო: itv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი