რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი – შარვალს? – ეს ბევრმა არ იცის!

8
4208

ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის ქალის სამოსად მიჩნეული კაბა და არა შარვალი? რა თქმა უნდა, დღეს უკვე კაბაში გამოწყობილი ქალის ხილვა ყოველდღიურობაში სულ უფრო იშვიათად შეიძლება, მაგრამ ტრადიციულად ქალის სამოსად მაინც კაბა ითვლება.

რა არის ამის მიზეზი?

ოდითგანვე მიიჩნევა, რომ მამაკაცს ზეციური წარმოშობა აქვს, ქალს – მიწიერი. კაცი არის ზეცა, სული, ვერტიკალი, წესრიგი; ქალი არის მიწა, მატერია, ჰორიზონტალი, ქაოსი. მატერიის ირგანიზება ხდება სულის, აზრის საშუალებით, ქაოსის – წესრიგით. როცა მატერია და სული, ქაოსი და წესრიგი ერთმანეთს ხვდება, წარმოიქმნება სიცოცხლე.

ქალი ენერგიასა და დედობის ძალას დედამიწიდან იღებს, მამაკაცი კი – ჰაერიდან. როცა ქალი იცმევს გრძელ, გუმბათისებური ფორმის კაბას, ასეთი სამოსი მას ეხმარება მიწისგან ენერგიის მიღებაში. ზოგადად ქალი კაბისა თუ ქვედაბოლოს ჩაცმის შემთხვევაში არა მხოლოდ გამოიყურება უფრო ქალურად, არამედ თავსაც უფრო მეტად გრძნობს “ქალად” – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუცნობიერებლად იწყება მიწისგან მიღებული ენერგიის მოზღვავებას.

კაბა თუ შარვალი?

როცა ქალი შარვალს იცმევს, ამით წყვეტს დედამიწასთან ენერგეტიკულ კავშირს, ავიწროებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს, აფერხებს სისხლისა და ენერგიის მოძრაობას და რჩება წმინდა ენერგიისგან დაცლილი. შესაბამისად, ვეღარც გასცემს ენერგიას. არადა ქალის მიერ გადაცემული ენერგია მამაკაცს განსაკუთრებით ეხმარება: ხდის მას უფრო გაწონასწორებულს, სტაბილურს, მშვიდს, მიმართავს მის ქმედებებს შექმნისკენ. აგრესიული, უხეში მამაკაცები არიან სწორედ ისინი, რომლებსაც აკლიათ ქალის სიყვარული, მისი ნაზი, მოალერსე ენერგია. შარვლის ჩაცმის დროს, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ირღვევა ენერგიის ცვლის პროცესი, ქალის საკუთარ სულს კვებავს და აძლიერებს მამაკაცისებურად და კაცზეც მამაკაცურად ურთიერთმოქმედებს. ფიზიკურ პლანში კი ეს ყველაფერი გამოიხატება ტკივილში, ჩხუბში და სკანდალებში.

თუ ქალი გრძელ კაბას ატარებს, ეს გავლენას ახდენს ქალის მიერ საკუთარი თავის აღქმაზეც – თავის თავს უფრო ქალურად აღიქვამს – და მამაკაცის მიერ ქალის აღქმაზეც. ამით უმჯობესდება და უფრო ჰარმონიული ხდება ურთიერთობები. ცნობილია შემთხვევები, როცა ქალის მიერ შარვლის ტარებაზე უარის თქმა და კაბაზე გადასვლა, დიდი ხნის მანძილზე უნაყოფობის დიაგნოზდასმულ ქალებს დაორსულებაში დაეხმარა.

შარვალს კიდევ ერთი ძალიან დიდი უარყოფითი მხარე აქვს: ისინი ავიწროებს ქალის ორგანიზმის იმ უმნშვნელოვანეს ორგანოებს, რომლებიც გამრავლებისთვის არის აუცილებელი. ამას შედეგად მოსდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შარდმდენი სისტემის პრობლემები.

ფსიქოლოგია

მრავალი ფსიქოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ ქალები, რომლებიც მაქსი-კაბას/ქვედაბოლოს ატარებენ, მეტად იპყრობენ მამაკაცების ყურადღებას. ეს ქალები უფრო წარმატებულები არიან სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც, მეტად გაწონასწორებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან.

აღმოჩნდა, რომ როცა მამაკაცი შარვალში ჩაცმულ ქალს ხედავს, ქვეცნობიერად მასა და საკუთარ თავს შორის გენდერულ თანასწორობას ამყარებს. შედაგედ გაცილებით ნაკლებად უნდება მასზე ზრუნვა, საჩუქრების ჩუქება, პირიქით, ინსტინქტურად ხედავს მასში მოწინააღმდეგეს, მაგალითად კარიერულ სფეროში.

წყარო: intermedia.ge

8 კომენტარები

  1. გენდერული თანასწორობა არის დესტრუქციული სატანური გარყვნილი სოდომური “თეორია”, რომელიც ანგრევს ოჯახში ცოლქმრულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სოდომიზაციას. ამას ყველა ერი უნდა ებრძოდეს! ამ მანკიერების აღმოსაფხვრელად ყველა ნორმალურ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად გასამიჯნი კრიტერიუმები, კაცებისა და ქალების სფეროებისა, როგორც ქცევა/მანერებში და ვალდებულებებში, ასევე ჩაცმულობაში. ჩაცმულობა კი ისეთი რამაა, რაც პირველად ხვდება თვალს. ამიტომ კაცისა და ქალის ჩაცმულობა და თმების სიგრძე/ვარცხნილობა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს! წმ. წერილში ანუ ბიბლიაში (ძველ აღთქმაში) წერია, რომ ვინც ამას აურევს სიკვდილით უნდა დაისაჯოს! რა თქმა უნდა მართლმადიდებლობაში სიკვდილით არავის სჯიან ცოდვებისათვის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ხანგრძლივობის უზიარებლობით დასჯა (უზიარებლობა მორწმუნისათვის სასჯელია), ამიტომაც იყო ჩვენს წმინდა წინაპრებში ეს მკვეთრი გამიჯვნა, რათა არ მომხდარიყო გენდერული აღრევა, რაც დასაწყისია ლესბოსელობისა და მამათმავლობის: გოგოები შარვლების ჩაცმითა და თმების აპარსული ვარცხნილობითა ნებსითა თუ უნებლიედ ემსგავსებიან ბიჭებს, რაც იწვევს სოდომური (ლესბოსელურ-მამათმავლური) აზრების წარმოქმნას. იგივეს იწვევს, თუ ბიჭები ჩაიცმევენ ქალურად და თან თმებსაც დაიგრძელებენ.

  2. ამდენი სისულელე ერთად ვინ მოიფიქრა ნეტავ.
    ახლა ერთ რეალობას გეტყვით
    ოდესღაც, მრავალი საუკუნის წინად როცა ქალი და კაცის ქალად ად კაცად ფირმირება ხდებოდა აი მაშინ…
    ქალები და კაცები წყვილდებოდნენ და ერთმანეთთან ქონდათ სექსი(რამდენად გასაოცარიც არ ვუნდა იყოს), შედეგად ჩნდებოდა ბავშვები და ძალიან ავტომატურად რადგან ძუძუთი დედა კვებდა, ქალი მიეჯაჭვა სახლს ბავშვებს და საშინაო საქმეეებს, ხო მართლა ჯერ კიდევ ის დროა როცა ქალიც და კაციც ერთნაირად მხოლოდ სასირცხვო ნაწილებს იფარავდა რომელიმე ცხოველის ტყავით და მოდაც საერთო ქონდათ, ჰოდა მერე მოდა ნელ ნელა განვითარდა ადამიანთან ერთად… ერთმანეთი განავითარეს რა, ძირითადად იმ დროში ეს გამოიწვია ამინდის სეზონურმა ცვალებადობამ და ქალისა და კაცის ყოფითმა ცხოვრებამ, ანუ კაცი სანადიროდ ცხენით დადიოდა, საომრადაც და საერთდ გადაადგილება უფრო ხშირად უწევდა ვიდრე ქალს ამიტომ მისი სამოსი გამარტივდა და ნელ ნელა შარვლის ფორმა მიიღო, ქალის სამოსის ძირითადი თარგი კი უცვლელი დარჩა მთავარი დეკოლტეს ნაწილი ადვილად ხელმისაწვდომი დარჩა რადგან ახალშობილის ძირითად საკვებს დედის რძე წარმოადგენს, და ასევე რამდენად გასაოცარიც არუნდა იყოს საპირფარეშოშიც უნდა ჩაცუცქულიყო/ჩაიცუცქოს, მშობიარობაც და კიდევ დანარჩენი ყოფითი ცხოვრებისთვისაც კაბა უფრო მარტივ სამოსს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღმდე, ესაც თქვენი მიწა და ჰაერი, სული და ხორცი.
    ასევე სტატიის ავტორი ეტყობა ინფორმირებულიო არ არის რომ ბევრ ქვეყანაში ნაციონალურ სამოსს დღემდე კაბა წარმოადგენს 🙂

  3. კაცის სამოსი,ჩოხაც კაბაა და საერთოდ რა გეცმება რა მნიშვნელობა აქვს ენერგიასთან კაცურობასთან და ქალურობასთან ამდენი სისულელე როგორ მოგდით თავში ..ეს ადამიანის შინაგანი ბუნებაა და რაც არ უნდა ჩააცვა გარედან ვერ შეუცვლი .

  4. მე ხშირად კაბა მაცვია, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავ უარყოფითს შარვალში.პირიქით, ყველანაირად მოსახერხებელია, ძალიან პრაქტიკულია, არც არაფერი “გამოგიჩნდება”.ზამთარში თუ შარვალი არ მაცვია, ვერ ვთბები.ვფიქრობ, მთავარია ქალს გამომწვევად არ ეცვას-აი ესაა მთავარი.თორემ ის მოსაწონია, როცა ქალს კაბა აცვია და სხეულის ნაწილები, რომელიც კაცს აღიზიანებს, უჩანს? რაღა დროს კაბა და შარვალზეა საუბარი.კარგით რა, რომელი საუკუნეა.”ძველ აღთქმაში”სულ სხვა რამაა ჩადებული და ამას დღევანდელი მოძღვრები ძალიან მარტივად ხსნიან.

  5. რა ვქნა,რომ შარვალში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს და კაბაზე უფრო მიხდება?
    ამის გამო ტაძარში ვერ შევდივარ,რაც სერიოზულად მაწუხებს 🙁

  6. ესეთი სტატია საიდან მოგივიდა თავში, ნაძინები ხარ ალბათ?შოტლანდიელი მამაკაცები როცა თავიანთ სამოს ატარებენ მაშინ გაორმაგებით ღებულობენ ენერგიას და დედური გრძნობები მატულობს მათ ძარღვებში?შარვალმა რომელ ქალს დაუწვრილა ორგანო და დატოვა უშვილო?ან ქალები რომლებიც მთელი ცხოვრება შარვალს არ იცვამენ და მაინც არა ყავთ შვილი.რა სისულელეს წერ ნუთუ შენ პირადად კომბინიზონითა და ყურებიანი ქუდით დაიბადე? ენერგიას არც მიწიდან ღებულობ და არც ჰაერიდან?

  7. ეს სტატია ჭკუის სწავლებასავით ჟღერს და მოდით, ჯერ კაცებს ასწავლეთ რატომ და როგორები უნდა იყვნენ და მერე მოითხოვეთ ქალისგან რომ ქალი იყოს და უტრაკო კაცების გამო კაცურობა არ მოირგოს და მისი საქმეები არ აკეთოს.
    და კიდევ, ოდესღაც კაცებსაც კაბები და ტუნიკები ეცვათ და არა შარვლები, ასე რომ ძალიან ეშხშიც ნუ შეხვალთ რარაცეების მტკიცებისას

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი