რა მოხდა ტყიბულის შახტაში? გამოძიება დაწყებულია

0
211

ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამაშველო ოპერაცია 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოთხი მეშახტე 400 მეტრის სიღრმეზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.

მათი ცხედრები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

ტყიბულში, 9 მაისს მინდელის შახტაში მომხდარ  შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

წყარო: 1tv.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი