რა პერიოდში ეწყება ქალს სექსუალური აქტიურობის აფეთქება

0
227

ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში გამოიმუშავებს ხუთ ასტროლოგიურ ასაკს. ასაკის მატებასთან ერთად, შეძენილი გამოცდილება რჩება და სწორედ ამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედნიერი ცხოვრება. ამ ყოველივეს კი, სწორედ, სიყვარულის ხუთი ასაკი განსაზღვრავს:

12-18 წელი – ეს არის კარდინალური ცვლილებების პერიოდი. ამ დროს ხდება პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბება. ოჯახი, სახლი, სკოლა – დიდ როლს თამაშობს, მაგრამ პირადულს იპყრობს სხვა ორიენტირები. ეს ასაკი ამბიციის დონის მიღწევით იწყება და, რაც უფრო იმატებს, მით მაღალია სასიცოცხლო პოტენციალი. ბიჭი თავს სუპერმენად უნდა მიიჩნევდეს. მისთვის ყველაფერი დასაშვებია. აღელვებს ყველაფერი, უჩნდება კითხვები სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც ამ საკითხს შეეხება. ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერია გოგონებისთვის – მათი მიზანია სიყვარულის დამტკიცება. მთავარია, ეს სიყვარული იყოს წმინდა, სუფთა, პლატონური. სწორედ სიყვარულის გრძნობის ცოდნა ამზადებს მათ მომავლისთვის. ბიჭებს კი ამ დროს ამ თემაზე უხეში, საპირისპირო აზრი აქვთ.

19-24 წელი – ბიჭი ამ დროს უფრო გულგახსნილია. მას თან სდევს იმის შეგრძნება, რომ სამყარო სწორედ მისთვისაა შექმნილი და ყველაფრის დატევა სურს სიყვარულით სავსე გულში. ამ ასაკში ყალიბდება ქალისადმი პატივისცემა და მისი გაგება. თუ ის ამ წლებში არ მიეჩვევა ქალისადმი პატივისცემას, მერე ვერაფერს ისწავლის და ვერც ვერასდროს განიცდის ამ გრძნობას. 19 წლის გოგონები ამ დროს ბრწყინვალედ გამოიყურებიან, დარწმუნებულნი არიან თავიანთ სიყვარულში, აქვთ სურვილი, ჭკუიდან შეშალონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

25-32 წელი – ზუსტად ამ ასაკში ხდება უმეტესწილად ქორწინება, მაგრამ, ქალიც და მამაკაციც ამ ყველაფერს, ჩვეულებრივ, სიყვარულს მიაწერენ. ამ პერიოდში მამაკაცი წყნარდება, ხანდახან ცხოვრების მიზანი უქრება, ცივდება ქალის მიმართ. ადვილია მისი დაყოლიება, თუ ჭკუით მივუდგებით მის გრძნობებს. მას ჯერ არ გაუთავისებია მამისა და ქმრის ვალდებულებები. გოგონა ამ ასაკში გარდაიქმნება ქალად – ამაზე მეტყველებს მისი საქციელი, პატივისცემა მამაკაცების მიმართ. ის იბრძვის მიზნის მისაღწევად. ქალის შეცვლა ამ პერიოდში დამოკიდებულია მამაკაცის ყურადღებაზე.

33-42 წელი – ეს არის ასაკი, როდესაც მამაკაცისთვის გართობის და „ფლირტაობის” დრო მთავრდება. საზოგადოებრივი მოღვაწეობა და თავისუფლება სჭირდება მას კარიერის შესაქმნელად. წინა ეტაპები, რაც ავსებს გამოცდილებას, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს საპირისპირო სქესისადმი, უნდა „გადმოღვაროს” ოჯახში – ასეთია განვითარების კოსმიური კანონი. ამ ასაკში ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ხდება ოჯახის, ქმრის, შვილების მთავარი ღერძი. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ეს სწორედ 42 წლამდე ასაკში ხდება. ამ პერიოდის კრიზისი ძალიან რთულად მიმდინარეობს მამაკაცებში.

43-50 წელი – ეს პერიოდი ადამიანში ამცირებს ენერგეტიკულ პოტენციალს, ჩნდება სისუსტე, აწუხებს ყველაფრის დაკარგვის შიში. ამ კრიზისის დროს უნდა დაეხმაროთ მამაკაცს, რათა პრობლემები დააძლევინოთ. რაც შეეხება ქალს, მას სწორედ ორმოცი წლის ასაკის შემდეგ ეწყება სექსუალური აქტიურობის აფეთქების პერიოდი და ეძებს ძლიერ პარტნიორს.

წყარო: „ჟურნალი „თბილისელები“

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი