რა საიდუმლოს ამხელს მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე და ღარიბაშვილზე

0
393
„საიდუმლოს გაგიმხელთ, 2012 წლამდე პროკურატურაში იყო რამდენიმე საქმე ფულის გათეთრებაზე ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე, საკრედიტო ბარათებით გამოჰქონდათ ფული, 100 პროცენტიანი დასაჭერი საქმე იყო ორივეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ღარიბაშვილზე, ღარიბაშვილი პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იყო უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა და მე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითი არ დაგვეკარებინა არცერთისთვის და არ დაგვეწყო არც საჯაროდ და არც სამართლებრივად ამ საქმის გაგრძელება, ივანიშვილი დააჯარიმეს მაშინ 80 მილიონით თუმცა, ციხეში არავინ არ წასულა. გადავაბარეთ ხელისუფლება წყნარად, ყევლაფერი მივეცით ხელში და სრულიად საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს, ესენი ფარჩაკები არიანო, მაგრამ ჩვენ ფარჩაკები არ ვიქნებით“, – განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა გიგი უგულავას დაკავების შესახებაც გააკეთა კომენტარი: „ორიდღით ადრე სასამართლომ თქვა, რომ არ არსებობს არავითარი გარემოება უგულავას დაკავების, ეს არის ანი და ბანი ნებისმიერი იურისტისთვის, დაიჭირეს რაზე? მარნეულში საარჩევნო კომისიაში შევარდნაზე, მარნეულში არჩევნები რომ ყალბდებოდა არის ვიდეოზე გადაღებული, ის რომ ამაზე მოახდინა რეაგირება, ამაზე სასამართლომ კანონდარღვევა დაამტკიცა, არ მოგვწონს უგულავა? გასაგებია, მაგრამ მათაც ხომ იციან ვისაც არ მოსწონს, ეს დაკავება არის ყალბი, უშვებენ იმას, რომ სიყალბით შეიძლება პოლიტიკური მიზნის მიღწევა, არცერთი პოლიტიკური მიზანი სიყალბით არ მიიღწევა და ის, ვინც სიყალბით ცდილობს მიზნის მიღწევას ძალიან სწრაფად ამთავრებს პოლიტიკურ მოღვაწეობას 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.
წყარო: geointerested.blogspot.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი