რა უწინასწარმეტყველა ვანგამ საქართველოს?

0
650

“ვანგას დანახვამ დამზაფრა, – მის გუგებში მომწყვდეული მთლიანად რძისფერი თვალების სიქათქათე ერთდროულად მეც მიმზერდა, სამყაროსაც და კიდევ იმასაც, რაც კაცმა არ იცის, რაა.”

“ჩემ შემდეგ ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე იყო ვანგასთან და კინაღამ გამოაგდო, – ქართველებმა ისეთი კაცი მოკალით, ჩემთან როგორ მოდიხარო!”

“ურწმუნო ხალხს ძნელია დაეხმარო – ეს კარგად გახსოვდეთ.” – ეს სიტყვები ბულგარელ წინასწარმეტყველს, გასული საუკუნის ფენომენალურ მოვლენად აღიარებულ ვანგას ეკუთვნის.

 ვანგელია პანდევა გუშტეროვა, იგივე ვანგა დაიბადა 1911 წლის 31 იანვარს, ქალაქ სტრუმიცაში, რომელიც დღეს მაკედონიის ტერიტორიაზე მდებარეობს. სამი წლის ასაკში გარდაეცვალა დედა. ეკონომიკურად რთულ ბავშვობას ისიც დაერთო, რომ მოზარდობისას, დაახლოებით 12 წლისამ თვალისჩინი დაკარგა. როგორც ამბობენ, 16 წლის უსინათლო გოგონამ კი აღმოაჩინა, რომ იმათზე გაცილებით მეტის დანახვა შეეძლო, ვისაც თვალის ჩინი ჰქონდა.

მისი შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველებები იმდენად ზუსტად სრულდება, რომ კაცობრიობა იძულებულია მათ ხშირად გადახედოს. 1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგვისტოს ბოლოს წყლის ქვეშ აღმოჩნდება “კურსკი”, რომელსაც მსოფლიო იგლოვებდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსული წყალქვეშა ხომალდი “კურსკი” ჩაიძირა, დაიღუპა მისი ეკიპაჟის 181-ვე წევრი… ფაქტობრივად, ზედმიწევნით ასრულდა ვანგას წინასწარმეტყველება. 

1989 წელს კი მან ივარაუდა, რომ “ამერიკელი ძმები” დაეცემოდნენ რკინის ჩიტებით… ბევრი მიიჩნევს, რომ 2001 წლის სექტემბერში, ტერორისტების მიერ ამერიკის ტყუპი ცათამბჯენის აფეთქებით ასრულდა ვანგას ეს წინასწარმეტყველება.

მასთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მათ შორის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანები. ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ვანგას 1990 წელს შეხვდა.

– ბატონო გიგლა, როგორ მოახერხეთ ვანგასთან შეხვედრა? როგორც ამბობენ, ეს ძალიან რთული იყო…

– ნამდვილად რთული იყო. ვანგა ენითაუწერელი მოვლენა იყო, მათ შორის ეკლესიისთვისაც, – მასთან ბულგარეთის პატრიარქსაც ჰქონდა ურთიერთობა. მყავდა მეგობარი – ბულგარელი ჟურნალისტი რადა მილევა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ჯუნა დავითაშვილისფენომენი, რომელსაც მე შევახვედრე.

1990 წელს კი მე და ექსტრასენსი გია სულაქველიძე ბულგარეთში ერთად ჩავედით რადასთან. გაუთენებელზე ავდექით, თითქმის 300 კილომეტრი ვიარეთ და ვანგასთან რუპიტეში მივედით.

დილის 9 საათი იყო, ადგილზე რომ ვიყავით. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, – ვანგა ბარაკის ტიპის შენობაში იღებდა ხალხს, უკვე 200 კაცი ელოდებოდა. მანქანის ნომერიც კი მახსოვს, რომლითაც ის მოიყვანეს. მანქანას მივვარდი და გადაღება დავუწყე. არადა, იქ გადაღება არ შეიძლებოდა; ამის გამო აპარატი წამართვეს და კინაღამ დამიმტვრიეს! ვანგას დანახვამ დამზაფრა, – მის გუგებში მომწყვდეული მთლიანად რძისფერი თვალების სიქათქათე ერთდროულად მეც მიმზერდა, სამყაროსაც და კიდევ იმას, რაც კაცმა არ იცის, რაა. 

აფრთხილებული ვიყავით, რომ მისთვის კითხვები არ უნდა დაგვესვა, ამიტომ ვიდექი და ველოდი. მან ისეთი რამ თქვა, რაც პირადად მე არ მეხებოდა. ეს შეეხებოდა საქართველოს – შენს ქვეყანაში იქნება დიდი სისხლი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ეს ყველაფერი გამოსწორდებაო.

– როდის გამოსწოდებაო, არ უთქვამს?

– არა. ჩვენ თვითონ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მივხვდეთ, ეს როდის იქნება. ეს ღვთისგან არის დაწესებული, – როცა ადამიანი ან ერი ინანიებს თავის ცოდვებს, უფალი წყალობას მაშინ აძლევს. ჩვენი მონანიება სად არის? მოვინანიეთ ის, რაც ჩავიდინეთ?! 

– რას გულისხმობთ?

– ჩემ შემდეგ ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე იყო ვანგასთან და კინაღამ გამოაგდო, – ქართველებმა ისეთი კაცი მოკალით, ჩემთან როგორ მოდიხარო!

– ვის გულისხმობდა?

 ზვიად გამსახურდიას! მისი სიკვდილი მოვინანიეთ? ზოგი ახლა კი ამბობს, – ეს რა ჩავიდინეთო, მაგრამ ჩვენი ერი ჯერაც ვერ ხვდება ამ კაცის სისხლმა სად მიგვიყვანა. ამ ქვეყანაში სისხლი და გაჭირვება მისი სიკვდილის შემდეგ დაიძრა და ასე იდინებს მანამ, ვიდრე არ მოვინანიებთ. რაც ჩავიდინეთ, ის რომ მონანიებული გვქონდეს, დიდუბის პანთეონში არ გვეყოლებოდა ის ხალხი დაკრძალული, ვინც გვყავს, სირცხვილით გვარებს ვერ ჩამოვთვლი…ახლახან გარდაცვლილი მწერალი ნოდარ წულესკირი, სამშობლოსთვის სანთელივით დამწვარი კაცი კი ისეთ ადგილას დავკრძალეთ, სადაც საფლავზე ვერავინ მივა.

– ვანგამ პირად ცხოვრებაზე რა გითხრათ?

– მითხრა, – შენ არაფერი გიჭირსო. მე გარდაცვლილი მამის გამო ვდარდობდი, მაგრამ ისიც  მითხრა, მამაშენი კარგად არის, მაგრამ შენს ძმაზე დარდობსო. მე და ჩემი ძმა დალხინებით არ გავზრდილვართ, მამა გარდაცვლილი გვყავდა და გვიჭირდა. ამის გამო მე როგორღაც მოვახერხე განათლების მიღება, ჩემმა ძმამ ვერა, – ხელმოკლეობამ ააღებინა ხელი, რასაც განიცდიდა. ჩემი უმეცრებით მაშინ ვიფიქრე, ვანგა ალბათ ამას მეუბნება-მეთქი, მაგრამ წლების შემდეგ ჩემ ძმას რომ დიდი უბედურებები დაემართა, ჯერ შვილის პრობლემები ჰქონდა, მერე კი გარდაიცვალა, მიხვდი, ვანგა სხვა რამეს მიმანიშნებდა.

– დამაფიქრებელი რამ თქვით საქართველოს პირველ პრეზიდენტზე…

– ეს რეალობაა. ძალიან გამიკვირდა, როცა ვანგამ თავისით დაიწყო საქართველოზე ლაპარაკი, – მე მასთან მაშინ ვიყავი, როცა ჩვენთან ყველაფერი მეტ-ნაკლებად რიგზე იყო, ამიტომ შემძრა მისმა ნათქვამმა. სულ თავში მიტრიალებდა, ეს რა თქვა-მეთქი… მერე ვანგამ ისევ დამიბარა თავისთან, მაგრამ საუბედუროდ, ვერ წავედი… 
– რატომ ვერ წახვედით?!

– ეს იყო 1993 წელს, როდესაც აქ გახურებული ომი იყო. ამ დროს ვანგას დაწყებული ჰქონდარუპიტეში წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობა და შესაწირს აგროვებდა.ჩვენთან რადა მილევა ჩამოვიდა, რომელმაც ვანგას დანაბარები გადმოგვცა (სხვათა შორის, რადა ამ ომში წავიყვანე და მთელ მსოფლიოს გააგებინა, სინამდვილეში აფხაზეთში რა როგორ იყო). – სადაც ქართველები გადაწყვეტენ, მიწა იქ აიღონ და გამოგატანონო. ვანგას მიწა სხვა არც ერთი მართმადიდებული ქვეყნიდან არ წაუღია. ჩვენ ის მიწა, რომელიც რუპიტეში, წმინდა პეტრეს ტაძარშია დაბრძანებული, სიონის ეზოში ავიღეთ (მაშინ ამ ტაძრისთვის შესაწირად საქართველოში დაიწერა 2 უნიკალური ხატიც). იმჟამად ბულგარეთში წასვლა 600 დოლარი ღირდა, როცა 2000 დოლარად თბილისში ბინას იყიდიდი კაცი. მე კი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი… წავედი მთავრობასთან და დაფინანსება ვთხოვე. შემპირდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. 2001 წლის მაისში, როცა ნონა გაფრინდაშვილის იუბილეზე ფიდეს პრეზიდენტი კარსან ილუმჟინოვი ჩამოვიდა, დაახლოებით მივხვდი, რაზე უნდოდა ვანგას ჩემთან ლაპრაკი. ილუმჟინოვი ფაქტობრივად, ვანგას შვილობილი იყო, სწორედ ვანგას კონსულტაციებით გახდა ყალმუხეთის პრეზიდენტი… ამ კაცმა თვითმფრინავი გააჩერა და 45 წუთი მესაუბრა ვანგაზე.

– რა გითხრათ?

– მითხრა რომ 10 კასეტაზე ჰქონდა ჩაწერილი ვანგას წინასწარმეტყველებები, როცა ვკითხე, – რატომ არ აქვეყნებ-მეთქი, – ჯერ არ დამდგარა ამის დროო. ვფიქრობ, რომ ვანგას დაახლოებით მსგავს თემებზე უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, მე კი ვერ წავედი…

– სამაგიეროდ, გვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი განსაცდელი როდესღაც დასრულდება.

– უსათუოდ, მაგრამ ჯერ ჩადენილი ბოროტებები უნდა მოვინანიოთ.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

წყარო: kvirispalitra.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი