რა უწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა ედუარდ შევარდნაძეს?

0
565

მამა გაბრიელის დაკავების შემდეგ კომისიაზე გაატარეს, სადაც ედუარდ შევარდნაძე იყო,, რომელიც წმინდანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში “ამოლპობით” დაემუქრა.

“იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის – ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო.

მამა გაბრიელს უპასუხია – ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მაგის ადგილზე ვარდებს დარგავთო.

შევარდნაძეს უთქვამს: – შენ მაგას ვერ მოესწრებიო.

მეც მოვესწრები და შენცო – მიუგია მამა გაბრიელმა”

იხსენებს წმინდანის მკურნალი ექიმი.

წყარო: genius.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი