რა ხდება ამერიკასა და ირანს შორის ?

0
577

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დააკისრა, გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა ცოტა ხნის წინ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 13 ადამიანისა და უამრავი კომპანიის წინააღმდეგ გამოაცხადა შესაბამისი ზომები.

ცოტა ხნით ადრე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Twitter-ზე დაწერა, რომ “ირანი ცეცხლს ეთამაშება”.

გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ის თხოვნით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის დატესტვის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობას გაეროში აშშ-ის ახალი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი პირველად მიიღებს.

კვირას, Fox News-მა პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თეირანიდან 225 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოლიგონზე ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ირანი ცეცხლს ეთამაშება.

“ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ, რამდენად “კეთილი” იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მე ასეთი არ ვიქნები!” – დაწერა ტრამპმა.

“Iran is playing with fire – they don’t appreciate how “kind” President Obama was to them. Not me!” – Donald Trump.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

გუშინ, დონალდ ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა. ირანის მიერ რაკეტების გამოცდა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.

 

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი