რა ხდება ბათუმში ? – სიტუაცია უმართავია – პოლიციის კორდონია მობილიზებული

0
349

ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში მოსახლეობაა გამოსული. მათ ტბელ აბუსელიძის ქუჩა გადაინაცვლეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ.

ქუჩის გასწვრივ პოლიციის კორდონია მობილიზებული. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, კახაბერ ბუხრაძის, გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, გორის საპატრულოდან გადმოსვლის შემდეგ სიტუაცია უმართავია, რაც პატრულის თანამშრომლების უხეშ მოქცევაში გამოიხატება.

აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული 5 ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

სამართალდამცავების მხრიდან ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა.

დაპირისპირება დღის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ უკანონო პარკირებისთვის ორი მძღოლი დააჯარიმა.

შელაპარაკებისას პოლიციელებმა მძღოლები დააკავეს, ადგილზე მყოფი თვითმხილველებმა მხარი მძღოლებს დაუჭირეს და პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

არმაზ ახვლედიანი მოსახლეობას და პოლიციას ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ბათუმში აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო და მოსახლეობამ ქუჩების გადაკეტვა სცადა. ისინი პოლიციის მიერ, მათი თქმით, უკანონო პარკირებისთვის ორი მძღოლი დაჯარიმებას აპროტესტებენ.

„ვიყავი ადგილზე და როგორც ვხვდები, აქ უბრალოდ გაუგებრობასთან საქმე არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ნორმალურ ვითარებაში, პოლიციისადმი და პოლიციელისადმი პატივისცემა ვფიქრობ, რომ არის კულტურის მაჩვენებელი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პოლიციელს, ის იცავს ჩვენს უფლებებს ნორმალურ ვითარებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიციელი ემსახურება ადამიანს და არ შეიძლება, რომ მან ზურგი აქციოს ადამიანს, არ გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ გამოძიებამ ფართო სახე უნდა მიიღოს.

„ბათუმში მომხდარი ინციდენტი საბოლოო ჯამში, ალბათ, მოითხოვს გამოძიებას ობიექტურს, მაგრამ აქ, ალბათ, ვერავინ ვერ დაკმაყოფილდება იმით, თუ გამომძიებელი კვლავ პოლიციელი იქნება,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი