რა ხდება ბათუმში ამ წუთებში ? შსს მინისტრი ბათუმში გაემგზავრა

0
245

ბათუმში მიმდინარე აქციაზე ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა. თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ და რაღაც დროის განმავლობაში ქუჩის მეორე მხარეს გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის ისევ ბრუნდებიან ქუჩაში. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები რჩებიან ადგილზე.

აქციის მონაწილეების ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, თუმცა ამ დრომდე არ ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება – აჭარის თავმჯდომარე, დავით ბაციკაძე, ბათუმში პოლიციის სამმართველოს შენობასთან იმყოფება.

დავით ბაციკაძის თქმით, ადამიანების ჯგუფი აგრესიულად იყო განწყობილი, სპეცრაზმს ქვები დაუშინა. მისი თქმით, სპეცრაზმის მოქმედება პასუხი იყო ამაზე, თუმცა მასშტაბური არაფერი მომხდარა.

სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე აქციას ეხმაურება და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს და აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გასცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

“აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოჰყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

“სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას,” – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცრაზმის მიერ ბათუმში აქციის დაშლის მცდელობის კადრები კურიერს აქციის მონაწილემ მიაწოდა. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული.

ბათუმში აქციის დაშლას სპეცრაზმი ცდილობდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ლეიბორისტული პარტიის წევრი, ჯელალი ქიქავა, მინიტრის მოადგილეს შევხდა. ის საპატრულო პოლიციას დისკრიმინაციული მიმართვების გამო აკრიტიკებს.

მისი თქმით, ეს აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ არ არის ორგანიზებული.

„ახალგაზრდა ბიჭები ჰყავდათ გამოყვანილი, ახალგაზრდა ბიჭები, ჯარისკაცები. ეს არ იყვნენ პროფესიონალები,“ – აცხადებს ჯელალ ქიქავა.

მისი თქმით, შსს-ს მხრიდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა.

რაულ თავართქილაძე აცხადებს, რომ რეზინის ტყვიებს ისვრიან. მისი თქმით, სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზზს უშვებს.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოვიდნენ და რამდენიმე ადამიანი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ბათუმის სამედიცინო სადგურის მედიკოსების ცნობით, აქციაზე დაშვებულთა რაოდენობა 6-ია, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

მათ აღენიშნებათ დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც მედიკოსების თქმით, გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრით და შეხლა-შემოხლით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ბათუმში არ იმყოფება.

კურიერს ზურაბ პატარაძე დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ საათნახევარში ბათუმში იქნება. ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება.

ბათუმში აქცია შუადღის შემდეგ დაიწყო და აქციის მონაწილეები საპატრული პოლიციის თანამშრომლების მიერ 6 მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ.

შსს მინისტრი ბათუმში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის მეშვეობით შსს-ს პრესამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს.

უახლოეს პერიოდში გიორგი მღებრიშვილი  ბათუმში  იქნება, სადაც ბოლო საათების განმავლობაში ვითარება უკიდურესად არის დაძაბული.

რუსთავი2-ის კორესპონდენტი ბათუმში ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად დაზარალდა. სოფო ჭულუხაძის თქმით, რამდენიმე წუთის წინ ბათუმში ცრემლსადენის გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება კიდევ მოხდა.

ამ წუთებში სამართალდამცავები მობილიზებულები არიან პოლიციის შენობის შიგნით, ისინი გარეპერიმეტრზე არ იმყოფებიან.

 ქართული ოცნების წარმომადგენელი, ლადო მგალობლიშვილი, ბათუმში მიმდინარე აქციაზე საუბრობს. მისი თქმით, სპეცრაზმის მიერ გამოყენებული გაზის რაოდენობა აქციის მონაწილეების ჯანმრთელობას პრობლემას არ შეუქმნიდა.მისი თქმით, მათ სცადეს აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს მართავენ. მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან არაკანონიერი ქმედება არ განხორციელებულა.

„მთლიანად ხელისუფლება უნდა ჩაერიოს და დღეს აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ბიჭების გათავისუფლება,“ – აცხადებს თეიმურაზ ყურაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, თეიმურაზ ყურაშვილის, თქმით, დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებით აქცია შედარებით განეიტრალდება და ხვალ საუბრის გაგრძელება შესაძლებელი იქნება.

მისი თქმით, ორივე მხრიდან ძალადობა მიმდინარეობს. მოსახლეობა ქვებს ისვრის, სპეცრაზმელები კი ცრემლსადენ გაზზს.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ახალი შემდგენლობის ჩამოსვლის შემდეგ კანონების გამკაცრება მოხდა.

“იყო, რასაკვირველია, მკაცრი და გადამეტებული მომენტებიც, მაგრამ ზოგადად ხდებოდა წესრიგის დამყარება,” – განაცხადა თეიმურაზ ყურაშვილმა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, საავადმყოფოში 11-მა პაციენტმა მიმართა, მათგან 6 პოლიციის თანამშრომელი იყო დაშავებული.

მისი თქმით, 11 პაციენტიდან სხეულის დაჟეჟილობით 7-მა პაციენტმა მიმართა. ერთ-ერთ პაციენტს გარკვეული მოტეხილობა აღენიშნებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტირი, ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ 11 მოქალაქე შეიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში. მისი თქმით, ამ ეტაპზე 20-ზე მეტი დაშავებული მოქალაქე ბათუმის საავადმყოფოებში გადაყვანილი.

„თითონ როგორც ამბობს, დიდი ზომის, სავარაუდოდ, ქვის მოხვედრა სახის არეში. რეფერალურ კლინიკაში 10 პაციენტი იქნე შემოსული, აქედან 5 უკვე გაეწერა ამბოლატორიულად. მათ შორის 6 პოლიციელი იყო, 3 ცრემლსადენი გაზით ინტონსიკაციის ნიშნებით, ერთია, სავარაუდოდ, ტვინის შერყევით, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალურ დაკვირვებას,“ – განცხადა ზაალ მიქელაძე.

მისი თქმით, ბათუმს 15 სამედიცინო ბრიგადა და ყველა გამოძახებას ასრულებენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის აქციაზე დაშავდა.

მისი თქმით, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ მას აქციის მონაწილის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა. მისი თქმით, მას ოპერაცია სჭირდება.

ბათუმში მიმდინარე აქციაზე მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის მანქანა გადაატრიალეს.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს სპოცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. ადგილობრივები მათ ქვებს უშენდნენ და მთავრი სამმართველოს წინ გზის გადაკეტვას ცდილობნენ.

აქციის მსვლელობისას 20-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო დაწერსებულებაში არიან გადაყვანილები.

ლევან ვარშალომიძემ ბათუმელებს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აჭარა დავიწყებული აქვს.

„ხალხის პროტესტი როდესაც არის, იმის ნაცვლად, ელაპარაკონ ხალხს, ხელისუფლება ერთადერთს, რასაც იყენებს, არის ხელკეტი, გაზი, დარბევა,“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

 წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი