რა ხდება სირიაში: მსოფლიოს რეაქცია ტრამპის იერიშზე(ვიდეო)

0
373
  • აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა.

  • იერიშის დრო: 04:40

  • ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. 

  • საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. 

  • ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

  • სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.

ირანის პრეზიდენტი სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს
„ჩვენ ვითხოვთ, შეიქმნას საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც დაადგენს ამ ქიმიური იარაღის წარმომავლობას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
თეირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავარი რეგიონალური მოკავშირეა და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს.
აშშ-ის მიერ სირიაში ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმის განხორციელებას ჰასან რუჰანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა: „მოვუწოდებ მსოფლიოს, უარი თქვას ამგვარ პოლიტიკაზე, რომელსაც მხოლოდ საფრთხე მოაქვს“, – დაწერა ჰასან რუჰანიმ.
მისი განცხადებით, „აშშ-ის მიერ შაირათის ავიაბაზაზე მიტანილი დარტყმა მხოლოდ აძლიერებს რეგიონალურ ექსრემისტურ და ტერორისტულ ძალებს“.
ნიკი ჰეილი – ასადს ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან ზურგს რუსეთი უმაგრებს – ეს მოცემულობა გუშინ შეიცვალა
„აშშ-მ მოზომილი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი გავაკეთოთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ გახდება. დროა, ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა შეაჩერონ ის საშინელება, რაც სირიაში ხდება და მოვითხოვოთ პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.
ნიკი ჰეილიმ ასევე რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ასადის რეჟიმი წესიერების ხაზს კვეთდა, რუსეთი მას გვერდზე ედგა“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
მისი თქმით, რუსეთს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
„ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა. ვინაიდან იცის, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს. ეს მოცემულობა გუშინ ღამე შეიცვალა“, – დასძინა ნიკი ჰეილიმ.

წყარო: palitravideo.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი