რა ხდება სოფელ მუგუდას სასაფლაოზე და რას აპროტესტებენ მოსახლეობა ?

0
562

მძიმე ტექნიკა სოფელ მუგუდაში საფლავების სიახლოვეს მიწას მთელი დღის განმავლობაში თხრიდა. მაღალი გადამცემი ანძებიდან ერთ-ერთი, პროექტის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას უნდა ააგონ. სოფელ მუგუდას სასაფლაოზე ხეობის მცხოვრებლები ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მივიდნენ.

ადგილზე მუშების უფლებებს პოლიცია დილიდან იცავდა. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მძიმე ტექნიკამ მუშაობა დროებით შეაჩერა. მთიულეთში სპეციალური დანიშნულების რაზმის ასვლის შემდეგ კი მძიმე ტექნიკამ მუშაობა განაახლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არც პოლიციის და არც სპეციალური დანიშნულების რაზმის არ ეშინიათ. ადგილობრივები ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ენერგოპროექტმა გეოგრაფიულად მიმართულება შეიცვალოს.

მთიულები ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სთხოვენ, პროექტს გადახედონ და ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზებისთვის ალტერნატიული, დაუსახლებელი ტერიტორია მოძებნონ.

ხელისუფლება პროექტის შეჩერებას არ გეგმავს და არც ალტერნატიული მარშუტის მოძიებას აპირებს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არეულობის მოწყობის მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისის რეაგირება მოჰყვება.

წყარო: rustavi2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი