რა ხდება ჭყონდიდში ? რა ხდება საპატრიარქოს ტელევიზიაში ?

0
288

იქნება თუ არა მამა გიორგი ანდრიაძე ტვ “ერთსულოვნების” დირექტორი, ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ასე მოხდა, დიდი სირცხვილი იქნება – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის განჩინების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტვ “ერთსულოვნების” დირექტორად მამა გიორგი ანდრიაძე დაინიშნოს. 

მიტროპოლიტის თქმით, მან ჯერ არ იცის, ვინ იქნება დირექტორი, თავად კი ტელევიზიიდან წასვლის სურვილი რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა:

“მე მიმაჩნდა, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო მჭირდებოდა ყურადღების მისაქცევად, მქონდა რამდენიმე წლის წინ ტელევიზიიდან წასვლის სურვილი, მაგრამ მაშინ არ დამეთანხმნენ და ახლა რომ ასე მოხდა, მადლობა ღმერთს. მე შევეკითხე პატრიარქს, ვინ იქნებოდა ჩემი შემცვლელი, მაგრამ მან პასუხი ვერ გამცა და ველოდები, რომ მოვიდეს და გადავაბარო”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის განაჩენების თანახმად, ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებების გამო მიტროპოლიტ ცაავას გაფრთხილება მიეცა, ხოლო საპატრიარქოს ტვ “ერთსულოვნების” დირექტორობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით, ტვ-ს თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს და ტელევიზიაში მისი დაბრუნება მოითხოვეს.

“პატრიარქის უახლოესმა გარემოცვამ, რომელმაც ოპერაციის წინ უდიდესი ზიანი მიაყენა პატრიარქს, როდესაც უთხრა, თითქოს მღვდელი მიდიოდა მის მოსაწამლად და ყვითელ პრესაში დაწერილი ცრუ ინფორმცის თანახმად, რომ ჩემს ეპარქიაში წინა ხელისუფლების დროს დატოვებული დიდი ძალი იარაღი აღმოუჩენიათ და სერიოზული პრობლემებია ჩემთან ეპარქიაში, თუ სასწრაფოდ არ გადამიყვანენ შეიძლება მეც აღმოვჩდე დიდი პრობლემების ქვეშ”, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ(ცაავა) ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

მეუფე პეტრეს თქმით, უწმიდესმა სინოდის სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ის განერიდებინათ ჭყონდიდის ეპარქიიდან, თუმცა ამაზე არ დათანხმა.

“უწმიდესის აზრი იყო, იქნებ ცვლილება მომხდარიყო ეპარქიაში, რასაც მე არ დავთანხმდი”, – განაცხადა მეუფემ.

წყარო: informaciebia.blogspot.com

ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი