რეპრესირებული პირების და მათი მემკვიდრეების კომპენსაცია

0
242
  • რეპრესირებულები და მათი პირველი რიგის მემკვიდრეები კომპენსაციას განსხვავებული წესებითა და კრიტერიუმებით მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა მოამზადეს, პარლამენტს უკვე წარედგინა. საუბარია ადამიანებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1921 წლიდან 1990 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში.
    მოქმედი კანონით, პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება ფულადი კომპენსაცია მიეცეს. ასეთი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია მის პირველი რიგის მემკვიდრეს ეძლევა. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, ამას სადღეისოდ სასამართლო – რეპრესიის ფორმის სიმძიმის, ასევე, რეპრესირებული პირის თუ მისი მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით ადგენს.
    კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის ოდენობის დადგენა სასამართლოს დისკრეცია არ იქნება და კანონში ჩაიწერება, რომ მისი მინიმალური ოდენობა გამოიანგარიშება რეპრესირებული პირის მიერ იმ სამსახურში მიუღებელი შრომის ანაზღაურების ოდენობით, რომელშიც ის რეპრესიამდე მუშაობდა. ამასთან, პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ რეპრესირებული პირი დოკუმენტურად ვერ ადასტურებს, სამუშაოს რეალობას და იმ ანაზღაურების ოდენობას, რომელსაც რეპრესიამდე იღებდა, კომპენსაციის თანხა კანონის მიღების დროისთვის არსებული ხელფასის საშუალო ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
    რაც შეეხება რეპრესირებული პირის მემკვიდრის ფულადი კომპენსაციის საკითხს, მის ოდენობას იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლო დაადგენს.
    კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვნით ნაწილზე გავლენას მოახდენს. აღნიშნულია ისიც, რომ უშუალოდ რეპრესირებულ პირთა რიცხვი უაღრესად მცირეა და დაახლოებით ორ-სამ ათეულს შეადგენს.
  • “oknws”-ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ კონპესაცია კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული საკითხი არის საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი