რისთვის არის სექსი საუკეთესო წამალი ?

0
405

სექსი – საუკეთესო წამალი სტრესის წინააღმდეგ
სექსუალური ურთიერთობა დადებითად მოქმედებს განწყობაზე. ამაღლებს იუმორის შეგრძნებას. ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ბოროტდებიან და ბრაზდებიან – უდავოა, რომ მათ სექსუალურ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის. ასე რომ, თუკი თქვენ არ გსურთ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იყოთ, სწრაფად მოჰკიდეთ ხელი მეუღლეს და საძინებელი ოთახისკენ გაემართეთ.

სექსი – საძილე საშუალების ნაცვლად
უძველესი დროიდან ქალები მამაკაცებს საყვედურობენ, რომ ისინი მყისვე იძინებენ, სექსისი შემდეგ, მაგრამ რა არის გასაკვირი ამაში? წარმატებული სექსი ხომ ზედმეტი დაძაბულობისგან ათავისუფლებს ადამიანს. სხვათა შორის, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ იმაზე, რომ სიყვარულით ტკბობის გამო გამოძინებას ვერ მოასწრებთ… სექსის შემდეგ ტვინი ორჯერ უფრო უკეთესად ისვენებს, ვიდრე ჩვეულებრივი ძილის დროს.

სექსი – სისხლის მიმოქცევის სტიმულატორი
ესეც ბუნებრივია, რადგან გული უფრო სწრაფად სცემს, მაგრამ, რაც მთავარია, სიყვარული აუმჯობესებს პერიფერიულ მიმოქცევას და ხელს უშლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

სექსი – პროსტატის კიბოს წინააღმდეგ
გარკვეულ ასაკს მიღწეულ ნებისმიერ მამაკაცს ემუქრება ამ დაავადების საფრთხე, მაგრამ ექიმთა მტკიცებით, სექსი მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს.

სექსი- გახდომის საშუალება
ეს საკმაოდ მარტივია: ათწუთიანი აქტიური სექსის დროს იწვება 200 კ/კალორია. ასე რომ, გადაწყვიტეთ, რამდენი კალორიის მოცილება გსურთ.

სექსი- კოსმეტიკური მასაჟის ნაცვლად
კოცნის დროს სახის 29 კუნთი მუშაობს. არც ერთი სახის კოსმეტიკური მასაჟი არ არის ამდენად ყოვლისმომცველი.

სექსი და მეხსიერება
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხნიერი ადამიანები, რომლებიც სექსუალურ აქტივობას ინარჩუნებენ, ასაკის მიუხედავად შესანიშნავი მეხსიერებითა და თავის ტვინის ნორმალური მოქმედებით გამოირჩევიან.

სექსი- უნაყოფობის მკურნალი
რეგულარულ სექსუალურ ურთიერთობას ნორმაში მოჰყავს ჰორმონები დ უნაყოფობის რისკს ამცირებს

 

წყარო: მწვანე

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი