რის დამალვას სთხოვდა პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი დაკავებულ დეკანოზს? (ვიდეო)

0
484

დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძემ დაკავებამდე ორი თვით ადრე პატრიაქს წერილი გაუგზავნა. წერილში საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი, რომლის დაფარვასაც თავად სასულიერო პირები და სინოდის წევრები ცდილობდნენ. მამა გიორგი მამალაძე წერილში ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომელბიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას.მამა გიორგის მაგალითად არალეგალური სპირტის, ნავთობპრდუქტების შემოტანა და სპორტული კლუბების არსებობა მოჰყავს, დეკანოზ მამალაძეს წერილში სხვა ის ორგანიზაციებიც მოჰყავს მაგალითად, რომლებიც კანონდარღვევით ეწევიან საქმიანობას. წერილში ასევე ნათქვამია, რომ კერძო პირების სარგებელიც იკვეთება.

წერილიდან, რომელიც ტელეკომპანია ,,რუსთავი2″-მა მოიპოვა ირკვევა, რომ მოპოვებული ინფორმაციის დამალვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიძემ მოთხოვა. დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს წერს, რომ საპატრიარქოს საფინანსო სამსახურის უფროსის მამა იაკობ იაკობიძემ მას პირადად მოსთხოვა არ გაესაჯაროებინა საპატრიარქოს საავადმყოფოში არსებული 5 მილიონიანი დარღვევის შესახებ.

წყარო: პირველი რადიო

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი