როგორია თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული ქართველი ბავშვების მდგომარეობა?

0
157

თურქეთში ავტობუსი, რომელსაც  ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“  წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. მომხდარი ავარიის შედეგად ანსამბლის წევრი ბავშვები და  მძღოლი დაშავდნენ.

ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის საავადმყოფოში ოთხი მათგანი რჩება. ერთ-ერთი მათგანის, სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლის, ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენ სამს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

დანარჩენი დაშავებულები, რომლებიც ავარიის შედეგად სხვადახვა საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილნი, სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ავარია დილის 05:00 საათზე ეინესილის რაიონში მოხდა. მათივე ცნობით, ავტობუსს, რომელშიც ძირითადად ბავშვები ისხდნენ, სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, ბოძს დაეჯახა და გადატრიალდა. გავრცელებული ცნობებით, დაშავდა 38 ადამიანი. მათი უმრავლესობა 9-13 წლამდე ბავშვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაპზონში, სადაც ქართული ცეკვის ანსამბლის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრი მიემგზავრებიან.

წყარო: presa.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი