სკანდალი!!! როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს, აფხაზეთის და აგვისტოს ომის მონაწილის პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში

0
423

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.

ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.

როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს, აფხაზეთის და აგვისტოს ომის მონაწილის პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში – საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის მთავარი თანამონაწილე იყოს.

დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან.

ჯარისკაცი გია ცერცვაძე უკვე ერთი წელია რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. 15 იანვარს ცერცვაძე უკან უკრაინაში დაბრუნდა, როდესაც ის კიევის აეროპორტში დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობა რუსეთში მასზე შურისძიების მიზნით გამოიგონეს.

საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, არის გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის გარდა სხვაგან არსად ინახებოდა.

ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში გაცემულა, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც კი გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.

ცერცვაძე კიევის ციხეში ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე გია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს. ევგენი ონინმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისცა.

ევგენი ენინმა ვრცლად ისაუბრა ქართველ მებრძოლზე. მისი განცხადებით, უკრაინულ მხარეს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, ვინაიდან გია ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ონინის განცხადებით, ცერცვაძის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურორსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის საუბარი შედგა, ასევე საუბარი შედგა ევგენი ონინსა და გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შორის.

ონინის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს პროკურატურას ცერცვაძის საქმეზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება და უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„მოცემულ სიტუაციაში ჩვენ გვსურს მივმართოთ ფაილების კონტროლის კომისიას, ინტერპოლში, რათა გავიგოთ: მოხდა თუ არა კონკრეტული ფაქტის საფუძვლიანი გამოკვლევა, სანამ ამ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ. თუკი არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულის გამო დევნა, მაშინ როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ინტერპოლის წესდება კრძალავს ადამიანზე ძებნის გამოცხადებას. რა ელოდება ბატონ ცერცვაძეს ჩვენთან? როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დროებითი დაკავების შესახებ, მანამ სანამ რუსეთიდან ოფიციალური მოთხოვნა არ მოვა მის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ბატონი ცერცვაძე იღებდა მონაწილეობას ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში და როგორც კი ის შესაბამის საბუთებს წარმოადგენს ამის დასამტკიცებლად, უკრაინის პროკურატურა არ გააპროტესტებს მისი დაკავების შეცვლას მაგალითად, ზედამხედველობის ქვეშ ყოფნაზე. ამის შემდეგ მოხდება ექსტრადიციული შემოწმება და მის რეზულტატებზე წინასწარმეტყველება მიჭირს, მაგრამ თუ ამ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდება ფაქტები, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს არ გადავცეთ საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციას, ჩვენ უსიტყვოდ დავიცავთ ყველა საერთაშორისო კონვენციით აღებულ ვალდებულებას და ასეთ შემთხვევაში, საკითხი შემდეგნაირად დადგება – ან გადაცემაზე უარს ვიტყვით, ან უფრო ღრმად შევისწავლით ამ საკითხს. ჩვენ კონტაქტი გვაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა დაურეკა უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს, მე კი ბრიუსელიდან ვესაუბრე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ბატონ გოგაძეს. ჩვენ მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების კოორდინაცია, მათ შორის ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგრძნობთ ძალიან დიდ ყურადღებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე და როგორც ნებისმიერი ქვეყანა, საქართველოც ფიქრობს მისი მოქალაქის ბედზე. მივიღეთ ამის შესაბამისი მტკიცებულებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,“-განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ.

ქართველი სამხედროს მხარდასაჭერ აქციას ნაციონალური მოძრაობა ბათუმშიც გამართავს. პარტიის წევრები საღამოს ბათუმის იუსტიციის სახლთან შეიკრიბებიან.

ისინი ყველას მოუწოდებენ გამოხატონ პროტესტი და შეუერთდნენ აქციას.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არა თუ იცავს, არამედ წირავს იმ გმირებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტს აკეთებენ, სიცოცხლეს დებენ სასწორზე და ტყვიას უდგებიან წინ. საზოგადოების გამოფხიზლება ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის გმირები, რომლებმაც ყველაზე მეტი გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ენმ-ის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.

ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე ნაციონალურმა მოძრაობამ პროკურატურაში ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ოპოზიცია ქართველი მებრძოლის პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის საკითხებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსია დარღვეული. მათ მიაჩნიათ, რომ სახეზეა თანამდებობის ბოროტად გამოყენება და უცხო სახელმწიფოსთან მტრულ საქმიანობაში დახმარება.

„ჩვენ გვაქვს მაგალითი ღალატისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა, ივანიშვილმა მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, მათ შორის იუსტიციის, შს მინისტრების მეშვეობით დაიწყო სადამსჯელო ოპერაციები იმ გმირების წინაღმდეგ, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, ამის მაგალითია გიორგი ცერცვაძე, ის არ გააფრთხილეს საფრთხის შესახებ, როდესაც ის საქართველოს საზღვარს ტოვებდა, რომ რუსეთის ფედერაცია ეძებდა მას,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობენ.

ქართველი ჯარისკაცის მხარდასაჭერი აქცია დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
გაიამრთა. შეკრების ინიციატორი სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები იყვენენ.

მას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან ყველა ბერკეტის გამოყენებას ითხოვდნენ, რათა არ მოხდეს უკრაინიდან გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა.

საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ვიცე პოლკოვნიკის პირადი საქმის რუსეთისთვის გადაცემის გამო არასაპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს. ოპოზიციას აინტერესებს რატომ არ გააფრთხილეს ინტერპოლის მიერ ძებნილი ვიცეხ პოლკოვნიკი საქართველოს საზღვარზე და როგორ მოხვდა მისი პირადი საქმე რუსეთის ხელში.

„თუ ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა, რატომ მოხდა იმის დაშვება, რომ ამ პიროვნებას გადაელახა საქართველოს საზღვარი. რატომ არ იქნა ჩვენს მიერ გამოყენებული ინტერპოლის წესების მიხედვით ინფორმაციის არგაცემის უფლება. კომუნიკაციის ყველა არხი, რაც შეიძლება უკრაინასთან ქონდეს საქართველოს, უნდა იყოს გამოყენებული, რომ ქართველი ოფიცერი დავიხსნათ,“ – განაცხადა პოლიტიკური ცენტრი – გირჩის წევრმა გია ჯაფარიძემ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა არ გამორიცხავს, რომ ცერცვაძის საქმე შეგნებულად გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ასევე იმედოვნებენ, რომ უკრაინა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ მოხდება გია ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება.

„ვიმყოფებით ქვეყანასთან ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და იმ ქვეყანას ხელში უვარდება ჩვენი მებრძოლის პირადი მონაცემები. ეს აშკარად მიანიშნებს ორ რამეზე, ჩვენ ან დაცულები არ ვართ და ჩვენი ჯარისკაცების მონაცემები ხელმისაწვდომია ოკუპანტისთვის ან ის შეგნებულად არის გადაცემული,“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

ნაციონალური მოძრაობა ხვალ შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. პატრიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აქციაზე შეკრებილები საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძის დაკავებას გააპროტესტებენ.

„2017 წლის 15 იანვარს რუსეთის დავალებით და საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ხელშეწყობით, უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ჯარისკაცი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე.

“რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს ვიცე-პოლკოვნიკის რუსეთისთვის გადაცემას, რაც გიორგი ცერცვაძისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

“ცერცვაძე დაკავებულია გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, თითქოსდა 13 წლის წინ რუსეთში ჩადენილი დანაშაულის გამო. რუსეთის აღნიშნული ქმედება არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც პუტინი მიმართავს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ და რაც მიზნად ისახავს მათ ხელში ჩაგდებას შურისძიების და სამაგალითოდ დასჯის მიზნით.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურა საზოგადოების ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, არამედ აქტიურად ითანამშრომლა მტერთან და გადასცა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის აქტი.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს საპროტესტო კამპანიას ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

ხვალ, 24 იანვარს, 18.00 საათზე, ორთაჭალაში, შსს შენობასთან გაიმართება პირველი საპროტესტო აქცია.

პასუხი მოვთხოვოთ მოღალატე ხელისუფლებას! გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე!“ – წერია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც p.s.-ში რეპორტაჟი გავიდა, ინფორმაციას არ ფლობენ.

„არც ოკუპანტს, არც სხვა ქვეყანას არ შეიძლება გადასცე, კანონით როგორც არის განსაზღვრული ისე უნდა მოვიქცეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ საქართველო ბოლომდე იცავს აგვისტოს ომის მებრძოლების ინტერესებს.

„აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომში მონაწილეებზე, დაღუპულთა ოჯახებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ და უმრავლესობამ უპრეცენდენტო მასშტაბ

პროკურატურამ რუსთავი 2-თან ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ზეპირი განმარტება გააკეთა.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუმართავს არცერთი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და საქართველოს პროკურატურის მხრიდანაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არ განხორციელებულა რაიმე სახის კომუნიკაცია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.

უწყების ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა არ ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას.

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.

 

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი