როგორ და სად დავისვენოთ იაფად?

0
78

ტურიზმი და დასვენება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა როგორც ცხოვრების სტილის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკაშიც. განსაკუთრებულად აქტუალურია ტურისტულ დესტინაციის ქვეყნებში, ანუ სადაც ტურიზმი ყვავის ან მიდის აყვავებისკენ.

ალბათ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ტურიზმი ყვავის, მაგრამ აშკარაა რომ ვითარდება.

ასეა, თუ ისეა ყველას, ქვეყნის მოქალაქეს თუ ჩამოსულ ტურისტს ჭირდება დასვენება. განვითარებად ტურიზმს კი ძირითადად ძალიან მაღალი ფასები ახასიათებს ტურისტულ პროდუქტებზე, ასე რომ ყოველ გაზაფხულზე აქტუალური ხდება გეგმის შედგენა: სად გავეცალოთ სიცხეებს? როგორ დავისვენო ზაფხულში? და რაც მთავარია, რა ფასად? შესაძლებელია თუ არა იაფად დასვენება?

დავისვენოთ ბათუმში

დასვენება უკვე ავტომატურად ასოცირდება ბათუმთან. პიროვნებებში დალექილია PR-ის შედეგები: ბათუმი ლამაზი ქალაქია, საუკეთესო სანაპიროა, სუფთა წყალია, ბინები იაფია, გასართები ბევრია და ა.შ.

რა თქმა უნდა ზოგიერთი მოსაზრებათაგანი შეიძლება არასწორი იყოს, მაგრამ ვთანხმდებით რომ ბათუმში დასვენება არც თუ ურიგოა.

ფასები ბათუმში

ფასების მაღალი ზღვარი არ მიძებნია, რადგან უსაშველოდ მაღლა მიიწევს. თუმცა საშუალო ფასები სასტუმროში 60-100$ მერყეობს. ყველაზე იაფად კი შეგვიძლია ვიქირაოთ დღეში 10-20 ლარად ერთი საწოლი. (ძირითადად ვაჭრობის უნარზეა დამოკიდებული) პირობები ძირითადად არის: ცხელი-ცივი წყალი, სამზარეულო, ხშირად ინტერნეტიც და ავტოფარეხიც. აღსანიშნავია ტრანსპორტის ფასიც. როგორც წესი, სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფასები იმატებს: ამ პერიოდში მატარებელი ღირს 20-25 ლარი. სამარშუტო ხაზებით კი ვიმგზავრებთ 18-20 ლარად.

დასვენება გონიოში, სარფში, კვარიათში

მსგავსი ფასებია კვარიათში, სარფში, გონიოში. აქ უკვე შეგვიძლია მთლიანად ოთახი დავიქირაოთ 90-100 ლარად, სადაც შესაძლოა მოთავსდეს 4-5 ადამიანი.
ბათუმისგან განსხვავებით, აქაურობას უფრო მეტად ახასიათებს სუფთა წყალი, თავისუფალი პლიაჟები და შედარებით სიმშვიდე, ამიტომ უფრო მისაღებია აქ დასვენება პასიური დასვენებისა და სიმშვიდის მოყვარული ადამიანებისთვის. საჭირო ინფრასტრუქტურა აქაც განვითარებულია და დისკომფორტი არაფრით არ შეგექმნებათ.

საშუალოდ 10 დღე რომ დავისვენოთ 2 ადამიანმა ჯამში გამოვა:
საცხოვრებელი:  15*2*10=300
მგზავრობა: 20*2*2=80 (თუმცა ამ ფასად შეგვიძლია საკუთარი მანქანითაც გავემგზავროთ)
ასე რომ ბათუმი დაგვიჯდება 400-500 ლარი (გაუთვალისწინებელი ხარჯბითურთ).

რჩევები

რაც უფრო ხელმომჭირნე იქნებით საბოლოოდ უფრო ნაკლები ხარჯი გვექნება. რაც მეტად შევევაჭრებით ფასზე, მით ნაკლებად შევძლებთ ამა თუ იმ პროდუქტის შეძენას.

ზღვაზე წამსვლელებმა გაიყოლეთ მზისგან დამცავი კრემი და გახსოვდეთ: არ შეიძლება დავიძინოთ პლიაჟზე. ძილის დროს უფრო სწრაფად იწვება კანი.

გახსოვდეს, როგორ დაისვენო, მთლიანად შენზეა დამოკიდებული.

გისურვებთ კარგ გართობას და მშვიდ დასვენებას.

წყარო: ihow.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი