რომელია იდეალური ასაკი დასაოჯახებლად – ზოდიაქოს მიხედვით

0
287

ვერძი – 25 + ეს ის ასაკია, როდესაც ვერძი დაღვინებულია ოჯახის შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ცხოვრებას ჩხუბში გაატარებენ.

კურო – მათი დიდი ნაწილი 20 წლამდე ქორწინდება და დანარჩენი წლები ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლას უნდებიან და ხშირად არ გამოსდით.

ტყუპი – 30 წელი ყველაზე კარგი ასაკია თქვენთვის, რადგან ამ პერიოდში დიდი ფიქრის შედეგად ქმნის ოჯახს.

კირჩხიბი – ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ქორწინებაში ისე, რომ არც აპირებდნენ დაოჯახებას. სპონტანური გადაწყვეტილების გამო კირჩხიბი ხშირად რჩება მარტო.

ლომი – ასაკზე მეტად ლომის ოჯახური კეთილდრეობა და სიმყარე ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული.

ქალწული – ისინი ყველაზე ხშირად რჩებიან მარტო, რადგან დიდხანს არჩევენ მეორე ნახევარს. ამიტომ საუკეთესო გამოვალია ნაადრევად შექმნილი ოჯახი.

სასწორი – მერყევი ხასიათის გამო ისინი ხშირად მეორე და მესამე წრეზეც მიდიან.

მორიელი – მათი ოჯახური სიმყარე მხოლოდ მეორე ნახევრის ნერვებზეა დამოკიდებული, ამიტომ მთავარია საკუთარი „მოსამსახურე“ იშოვონ.

მშვილდოსანი – სიყვარულში არასტაბილური ხასიათის გამო ხშირად ღალატობენ მეორე ნახევარს, რაც ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. ამას კი განსაკუთრებული ასაკი არ სჭირდება.

თხის რქა – პრინციპულები და მიმწოლები არიან. ნებისმიერ ასაკში შექმნილი ოჯახი მყარია, რადგან მის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ.

მერწყული – საუკეთესო ასაკი 30 წელია. როდესაც გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ ისინი არასოდეს აღარ დაოჯახდებიან სწორედ მაშინ ებმებიან უღელში.

თევზები – სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იშვიათია რომ თევზმა ოჯახი დაანგრიოს. ძალიან უნდა ამოუყვანოს ყელში მეორე ნახევარმა, მაგრამ წუწუნის რეჟიმში კი მთელი ცხოვრება იქნებიან.

წყარო: trend.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი