რომელ კუთხეს ყავს ყველაზე ლამაზი ქალები საქართველოში

0
361

რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა. “სამი მუშკეტერის” ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით — კალინო.

დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი “კავკასია”, მსოფლიო მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.

“სამი მუშკეტერის” ავტორი აღფრთოვანდა დასავლეთ საქართველოს ქალების სილამაზით: “მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, — ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო… მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და შავგვრემანები ცისფერი თვალებით  – დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან”.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი