რომის პაპი ტრამპზე – ჰიტლერს არ მიუტაცებია ძალაუფლება ის ხალხმა აირჩია

0
391

„ჰიტლერს არ მიუტაცებია ძალაუფლება, ის ხალხმა აირჩია, რის შემდეგ მან ქვეყანა გაანადგურა“, – ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე ესპანურ გამოცემა El Pais-თან აცხადებს.

რომის პაპმა ეს განცხადება, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა კრიზისებმა შესაძლოა ჰიტლერის მსგავსი დიქტატურა წარმოშვას, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, რომის პაპმა განაცხადა: „მოდით დაველოდოთ. არ მიყვარს ადამიანების წინასწარ განსჯა. ჩვენ ვნახავთ, როგორ მოიქცევა ის, რას იზამს ის, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მასზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება შესაძლებელი.

პაპმა დასძინა, რომ ჯერ ადრეა ამერიკის ახალი პრეზიდენტის განსჯა და განაცხადა: “ჩვენ დაველოდებით, რას იზამს ტრამპი”.

 

წყარო: ipress.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი