როცა შორენა თეთრუაშვილს სააკაშვილმა ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა, არც ერთ მღვდელმთავარს და არც ერთ საერო პირს ეს მომენტი არ გაუპროტესტებია

0
457

“როცა შორენა თეთრუაშვილს სააკაშვილმა, ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს და არც ერთ საერო პირს ეს მომენტი არ გაუპროტესტებია”, – ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მეფარიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხზე მხოლოდ მან მოამზადა სტატია და ამ სტატიაში დადასტურებული იყო ჯიპებით სასულიერო პირებისა და შორენა თეთრუაშვილის დაჯილდოების ფაქტი. ჟურნალისტი წერს, რომ სტატიის გამო, ის მწვავედ გააკრიტიკეს და მიუხედავად ამისა, მისი დაცვის სურვილი არავის გასჩენია.
„შორენა თეთრუაშვილი, ყველა დროში, ყველა ხელისუფლების პირობებში, შორენა იყო, თეთრუაშვილი! და, როცა მას სააკაშვილმა ძვირადღირებული ჯიპი დაუყენა საპატრიარქოს ეზოში, არც ერთ მღვდელმთავარს და არც ერთ საერო პირს ეს მომენტი არ გაუპროტესტებია, თუ არ ჩავთვლით ერთ გ ი ჟ ს, რომელმაც ამ თემაზე (ეპისკოპოსებსაც ჯიპები რომ ჩამოურიგეს) სტატია დაწერა. სხვათა შორის, ამ სტატიაში დადასტურებული იყო ჯიპებით სასულიერო პირების და შორენა თეთრუაშვილის დაჯილდოების ფაქტი. იმ ავტოჰაუსის ხელმძღვანელი ადასტურებდა ყველაფერს (დოკუმენტებით), საიდანაც მანქანები გაიტანეს. და, მაინც, ჟურნალისტი ჯვარს აცვეს ამ სტატიის დაწერისათვის და არავის გასჩენია სურვილი, ეს ჟურნალისტი დაეცვა, პირიქით, ერთმა არასამთავრობოს პრიმადონამ ეს ჟურნალისტი ვანო მერაბიშვილის აგენტად მონათლა, ხოლო ერთმა სააგენტომ ნიუსი მიუძღვნა ამ უნამუსო ბრალდებას, ისე, რომ ჟურნალისტისათვის არაფერი უკითხავს, კომენტარიც არ გააკეთებინეს. პ.ს. ეს გიჟი მე ვიყავი… და ახლა უფრო “ვგიჟდები”, როცა ისინი ლაპარაკობენ ქონების მიტაცებებზე, ვინც ყველა ამქვეყნიური სიკეთე აითვისა, ჯიპების ჩათვლით! ჰო, ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი შორენას აჩუქეს, თეთრუაშვილს! გიჟობანას ვაგრძელებ, რომ მოვიცლი “უკეთესებს” დავწერ!“, -წერს დარეჯან მეფარიშვილი.

წყარო: კვირა

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი