რუსეთის ახალი გზა კახეთში შემოსასვლელად (ვიდეო)

0
252

როგორც Facebook-ის მომხმარებლები მიიჩნევენ, მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

დაღესტნის რესპუბლიკის გზების მშენებლობის სააგენტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია გზის გასაყვანად ჩატარებული ის სამუშაოები რომელიც ვანტლიაშევსკის უღელტეხილზე მიმდინარეობს.

“დაღესტნის ავტოგზის“ ინფორმაციით, ავტომაგისტრალის სიგრძე  83 კილომეტრი იქნება. გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იქნება საჭირო. აღნიშნული მაგისტრალი იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით იქნება დაგებული.

პროექტს ხელი 2014 წელს მოეწერა. გზის მშენებლობის იდეას საქართველოში აზრთა სხცვადასხვაობა მოჰყვა. ხელისუფლებისთვის პროექტის განხორციელება  ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიცია კი მასში საფრთხეებს ხედავს, მათ შორის – სამხედრო საფრთხესაც.

წყარო: imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი