რუსეთის მუქარა და ტრამპის ღია კანონპროექტით მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

0
931

დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტს ხელი მოაწერა.

ამ აქტის თანახმად, ამერიკის შეერტებული შტატების ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.

ამასთან, ხელმოწერილი აქტით  აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.

აშშ-ის პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი გუშინ მოაწერა. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

ლავროვის უწყებაში დოკუმენტს “მიკერძოებულსა” და “აბსურდულს” უწოდებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, კომიტეტი ცდილობს, საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტურ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს.

ლავროვის უწყების მტკიცებით, ქართული დელეგაცია სისტემატურად უარს ამბობს, კონსტრუქციულად იმუშაოს ჟენევის დისკურიების დროსაც.

“ასეთ სიტუაციაში სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატში გაგრძელებაზე,” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: რუსთავი 2

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი