“რუსთავი 2” -ის მხარდამჭერ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდება?

0
735

“”თბილისი 24” -თვის ცნობილი ხდება, რომ ხვალ, რუსთაველის მოედანზე , ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის მხარდამჭერ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდება და “უსამართლობას

გააპროტესტებს”.

ხათრით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც 0,000001 % შანსიც არ ჰქონდა პრეზიდენტობის , რომ არა ბიძინა ივანიშვილი, თავს სრულიად ქართველი ხალხის პრეზიდენტად მიიჩნევს და ვალდებულად თვლის, “იყოს იქ , სადაც მისი ხალხია”.

რა თქმა უნდა , აქ სწორედ მისი და მისი წინამორბედი პრეზიდენტის მხარდამჭერი საზოგადოება შეიკრიბება და “შეეცდებიან არ მისცენ უფლება “ერთ რუს ოლიგარქს” “ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება” .

“თბილისი 24” -თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის გადაყენებას გეგმა აქტიურად მუშავდებოდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად მას ეს უფლება შეეზღუდა. 

კვირისთვის დაგეგმილ მასკარადში, არ არის გამორიცხული პროვოკაციების მოწყობა, თავად მომიტინგეების მხიდან, რაც შესაძლოა მარგველაშვილისგან მთვრობის გადადგომის მოთხოვნის საფუძველი გახდეს. ”   – აცხადებს თბილისი 24, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

წყარო: tb24.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი