რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

0
199

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გელიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ოკუპაციის ზონის მიმდებარე სოფლიდან გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მოხდა.

1972 წელს დაბადებული ალექსანდრე გელიაშვილი, მეზობლების და ოჯახის წევრების თქმით, სოფლის მიმდებარე ხევისკენ გაემართა, რის შემდეგაც ის აღარ უნახავთ.

ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და უცნობია, სად იმყოფება გელიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

წყარო: rustavi2.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი