რჩევები მათთვის, ვისაც სიცხის გადატანა უჭირს

0
187

სიცხის გადატანა -ეს საკმაოდ მარტივი მეცნიერებაა და მისი სწავლა რთული არ არის. არსებობს დედამიწაზე ქვეყნები, სადაც თერმომეტრი +45 და ხშირად +50 გრადუსს აჩვენებს, თუმცა მათთვის, ვინც იცის, როგორ მოიქცეს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

უპირველეს ყოვლისა, ნუ სვამთ ცივ წყალს. ის წყურვილს მოგიკლავთ და 5 წუთში ოფლთან ერთად გამოვა , თან მარილებსაც გამოიყოლებს. სვით ჩაი, ან უშაქრო ბურახი.

თუ სახლიდან სიცხეში გადიხართ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, მოიქეცით ღირსეულად- იარეთ დინჯად ქუჩის ჩრდილიან მხარეს. ყოველთვის.

ცივი ჩაი-ეს კარგია. დააყენეთ მწვანე ჩაის სუსტი ნაყენი, დაუმატეთ ცოტა თაფლი, ლიმონი და პიტნა. დალიეთ ყინულით. ეს არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც.

მთავარი ხრიკი: “ანტიშარფი”, ანუ “იაპონური კონდიციონერი”. იაპონურ გრავიურებზე, ან იაპონურ ფილმებში ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც კისერზე თეთრი ნაჭერი აქვთ მოხვეული. სწორედ ამაზეა საუბარი. ეს რეალურად გენიალური მოფიქრებაა. სცადეთ. აიღეთ თეთრი სუფთა ნაჭერი, დაასველეთ ცივ წყალში და შემოიხვიეთ კისერზე. როცა ნაჭერი გაშრება, ისევ დაასველეთ. 2 წუთში შვების ეფექტს იგრძნობთ.

 და მთავარი. თუ სიცხეში ივლით, ყოველი გასეირნების შემდეგ დაიბანეთ ფეხის გულები და კოჭები ცივი წყლით. იქ უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია, ეს სასიამოვნოცაა და სასარგებლოც.

თუ გაქვთ საშუალება, ძილი გაყავით ორად. მოიწყვეთ სიესტა ყველაზე ცხელ დროს. ღამით, დაწოლის წინ, აუცილებლად მიიღეთ შხაპი. და რა თქმა უნდა, არანაირი ალკოჰოლი მზეზე.

გაუფრთხილდით თავს და იყავით ჯანმრთელი!

წყარო: postalioni.com

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი