სად გაიხსნა პირველი მარიხუანას მაღაზია ?

0
248

მაღაზია მარიხუანას შაბათ-კვირას გაყიდის ხოლმე. მსურველებს მისი შეძენა საღამოს 4 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ.

ამერიკაში, არიზონის შტატში მარიხუანის პირველი Drive-Thru აფთიაქი 20 აპრილს გაიხსნება. ინფორმაციას Time ავრცელებს.

დაწესებულების დირექტორის, მარკ სმიტის თქმით, ის არ ელოდა აფთიაქის გახსნის შესახებ მედიის მხრიდან ასეთ დიდ გამოხმაურებას.

“აფთიაქის გახსნის აუცილებლობას მაშინ მივხვდი, როდესაც დავინახე, რომ მომხმარებლები ითხოვდნენ მსგავსი სერვისის მიწოდებას,” – ამბობს სმიტი.

დაწესებულება გაკონტროლდება იმ რეგულაციებით, რომელიც ზოგადად მარიხუანის გაყიდვაზე ვრცელდება. კონკრეტულად კი, მაღაზიაში აკრძალული იქნება 21 წლამდე პირისთვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვა.

ამერიკაში მარიხუანის ბიზნესს ლეგალურად აწარმოებენ Snoop Dog-ი და ვუპი გოლდბერგი. ქალებისთვის მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად მსახიობმა ვუპი გოლდბერგმა მარიხუანის შემცველობით დამზადებული წამალი სულ ცოტა ხნის წინ გამოუშვა.

ქალებისთვის მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებლად მსახიობმა ვუპი გოლდბერგმა მარიხუანას შემცველობით დამზადებული წამალი გამოუშვა. Daily Mail-ის ცნობით, მსახიობმა წამლის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა შვილიშვილებმა მენსტურაციისას არსებული უხასიათობით შეაწუხეს.

ვუპი გოლდბერგმა, კანაფის საკითხებში ექსპერტ მაია ელიზაბეტთან ერთად, გადაწყვიტა წამლის წარმოება, რომლის სახელწოდებაც Whoopi & Maya-ა.

60 წლის ვუპი გოლდბერგი მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის აქტიური მომხრეა. მისი თქმით, ტკივილგამაყუჩებელი მათთვისაა, ვისაც “კაიფი” სურს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ სამედიცინო მარიხუანას ისეთი შედეგი არ აქვს, როგორიც ვუპის წამლებს. მსახიობის განმარტებით, წამალი ტკივილს ხსნის და მოდუნებაში ეხმარება ადამიანს.

ტკივილგამაყუჩებლის მიღება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. ესენია: მუცლის ქვედა ნაწილზე წასასმელი მალამო, აბაზანისთვის განკუთვნილი სითხე და ჩაისთვის განკუთვნილი წვეთები.

ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანა ლეგალიზებულია, ხოლო რამდენიმე შტატში სამედიცინო მიზნებისთვის მისი გამოყენებაა ნებადართული.

წყარო: imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი