საკრებულოს თავმჯდომარე რუსთავი 2-ის ყურების გამო გადააყენეს?

0
302

რამდნემე საათის წინ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი ,,ფეისბუქში“ წერს, გელა ჯუგაშვილს თანამდებობა საკუთარი ნებით არ დაუტოვებია. ჯუგაშვილს განცხადების დაწერა მას შემდეგ მოუწია, რაც საკუთარ სამუშაო ოთახში მაშინ შეუსწრეს, როცა ტელეკომპანია რუსთავი2-ს უყურებდა.

ჟურნალისტის თქმით, რამდენიმე წუთში მას კახეთის გუბერნატორის მოადგილემ დაურეკა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

თავად ჯუგაშვილი გადადგომის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს რუსთავი2-ის მხარდასაჭერი აქციის პირდაპირ ეთერში ყურების გამო არ მომხდარა.

,,ერთი თვის წინაც ვთქვი,რომ გადადგომას ვაპირებდი. თქვენ ახლა ჩემი გჯერათ თუ იმათი ვინც ამას წერს? რუსთავი2 ჩემს სახლში საერთოდ არ აჩვენებს, თუ გნებავთ ახლავე ჩაგირთავთ და მოგასმენინებთ, რომ არ აჩვენებს. კაბინეტში კი , მაგრამ ორ წელზე მეტია საკრებულოს თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ტელევიზორს სულ 5ჯერ ვუყურე, სად მაქვს მაგის დრო იმდენი საქმეა“- ამბობს ჯუგაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

ჯუგაშვილი გადადგომის მიზეზს ვერ აკონკრეტებს , ამბობს, რომ ,,ასე ვთქვი ამ წუთშივე შემიძლია გადადგომა, ავდექი და გადავდექიო“ .თუმცა, არც იმ ფაქტს ადასტურებს, რომ გუბერნატორის გამგებლის მოადგილემ დაურეკა და გადადგომა მოსთხოვა. რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ადრეც რამდენიჯერმე იყო ,,შემჩნეული“ და გაფრთხილებული , რუსთავი2-ის ყურების გამო , ჯუგაშვილი ამბობს, რომ ესეც ჭორია.

წყარო: pirveliradio.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი