სანდრო ბრეგაძე: სამწუხაროდ, ბექა რეპერი არაა… ჯარისკაცია – ბექას იჭერენ!

0
237

მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 „ბექა რეპერი არაა… ბექა ჯარისკაცია, საქართველოსთვის ომში ნაბრძოლი ჯარისკაცი! ბექას არც გავლენიანი მამა არ ყავს! მამამისიც ჯარისკაცი იყო და ცხინვალში იბრძოდა! ბექას ნარკოტიკი არასდროს მიუღია! ბექა ევროპის ჩემპიონია… ბექას ოჯახს ფული არ აქვს… ბექას ოჯახი პატიოსანი შრომით ცხოვრობს. ბექას იჭერენ და არავინ იცის რატომ იჭერენ. მამის გამო შვილზე შურის ძიებაა ,მშობელს ამწარებენ შვილის გაუბედურებით. გამომძიებელმა გაკვირვებულმა მითხრა, ეს პოლიტიკური შურისძიებააო?!. მე თვითონ არ ვიცი ბრალი რატომ უნდა წაუყენონო! 1 წლის წინათ ბექა ნაცების ზონდერს გადაეყარა, იცოდა ბექა სააკაშვილს ვერ იტანდა, ბექას გასამწარებლად დაიძახა მიშას გაუმარჯოსო და ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზებიც მიაყოლა. ბექას ხელიც კრა, ბექამაც ხელი კრა, ზონდერს დაზიანებაც არ მიუღია. ბექას მამა ფილარმონიაში აქტიურობდა ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგ, ბექას მამა გააფრთხილეს გაჩერდი თორემ… მამა არ გაჩერდა. ბექას 1 წლის მერე გაუხსენეს, რომ ვიღაცას ხელი კრა და ამის გამო იჭერენ. მართლა მრრცხვენია, ძალიან მრცხვენია! ეს არაა ჩემი საქართველო. უსამართლობის შემხედვარე ლამისაა გული გამისკდეს. სამწუხაროდ, ბექა რეპერი არაა! ბექა საქართველოსთვის იბრძოდა ომში – ბექა ჯარისკაცია!” – წერს ბრეგაძე.

წყარო: qartuliazri.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი