საოკუპაციო ხაზთან კარვები გაშალეს – ფოტო და ვიდეო ადგილიდან

0
287

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან სტუდენტებმა  რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ისინი ე.წ. საზღვრამდე ფეხით მივიდნენ. ადგილზე მისულებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველო ჰიმნი შეასრულეს. ამ წუთებში სტუდენტები ადგილზე კარვების გაშლას იწყებენ.

50-მდე ქართველმა სტუდენტმა დაგმო რუსეთის ოკუპაცია. ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს “არა ოკუპაციას”, “შეაჩერე ანექსია”, “ჩვენი მიწა ჩვენი პასუხისმგებლობაა”, “Stop Russia”.

როგორც ,,პრაიმტაიმის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება სტუდენტების ნაწილი საზღვართან დარჩენას და კარვების გაშლას აპირებს, ნაწილი კი უკან დაბრუნდება.

ადგილზე აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან სასაზღვრო პოლიციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ბერშუეთში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან

Posted by Prime Time on Saturday, July 8, 2017

წყარო: primetime.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი