სასაზღვრო პოლიციამ “ღამის მგლები” საქართველოში არ შემოუშვა

0
239

რუსული მოტოკლუბის “ღამის მგლების” წევრები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, რუსი ბაიკერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ეწინააღდეგება ქართულ კანონმდებლობას. ხუციშვილის განმარტებით, მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, გამოიკითხოს მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია. მისი თქმით, არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც მიიღო სასაზღვრო პოლიციამ ეს გადაწყვეტილება.

რუსულმა მედიაში რამდენიმე მოტოციკლისტზე დაყრდნობით წუხელ გავრცელდა ინფორმაციას, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. როგორც მოტოციკლეტები აცხადებენ, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შესვლაზე უარის მოტივი მესაზღვრეებს მათთვის არ უთქვამთ. მათი განცხადებით, მსგავსი პრობლემა დაახლოებით 50 მოტოციკლისტს შეექმნა. მოტოციკლესტები ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, რუსი ბაიკერების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პუტინის მეგობარი “ქირურგსა” და “ღამის მგლებს” ჩამოსვლა იგეგმებოდა. რუსი ბაიკერების საქართველოში შემოყვანის სურვილი “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირს” ჰქონდა, რათა 9 მაისს მათი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია და “კრემლის მოტოციკლისტებისთვის” საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მოთხოვნით მალევე ონლაინ–პეტიციაც გავრცელდა.

წყარო: netgazeti.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი