(ვიდეო) სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო

0
230

“შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ სასამართლოს სხდომის შედეგებით. სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩვენი სარჩელი “ენერგო-პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ, რომელმაც მოსახლეობას რეგიონებში სასტიკად გაუძვირა ელექტროენერგიის ტარიფი ორი წლის წინ.

ამის გარდა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მშუამდგომლობა და გამოითხოვა საიდუმლო მასალები ამ კომპანიიდან, რომლის საფუძველზეც ჩვენ თავს გვახვევენ ამ კაბალურ გადასახადებს.
გარდა ამისა სასამართლომ დანიშნა ოფიციალური ექსპერტიზა იმის თაობაზე, რათა გაირკვეს რამდენად დასაბუთებული იყო დენის ტარიფის ამგვარი, არაადამიანური გაძვირება. შესაბამისად ველოდებით შედეგებს.”

წყარო: labour.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი